პირველი ლედი The First Lady

არის რაღაც განსაკუთრებული, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ უელსის პარლამენტის ვიცე სპიკერის, როზმარი ბატლერის შესახებ. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან უდიდესი ნდობა, სითბო და თანაგრძნობა მოიპოვა ხალხის მხრიდან და დიდ პოპულარობასაც მიაღწია კოლეგებსა და ხელმძღვანელ პირებს შორის. სინამდვილეში, ის, პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად, თავს უელსის ნაციონალური ასამბლეის მოწინავე ელჩად მიიჩნევს.

როუზი (როგორც მას მეგობართა წრეში იცნობენ) საქმეს სრული სერიოზულობით ეკიდება და შენგანაც იგივეს მოითხოვს. მასთან თანამშრომლობისას ზუსტად უნდა გესმოდეს შენი საქმის არსი. ასამბლეის ყოველდღიური სამუშაო პროცესიდან გადახვევა, თუნდაც უნებლიე და შემთხვევითი მიზეზების გამო საკმაოდ მკაცრი საყვედურით ისჯება. ის არავის მისცემს ნებას ასამბლეასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამუშაო პროცედურას ბოროტად დასცინოს. ეს ის ძირითადი წესებია, რომლთა დაცვის შემთხვევაში ჰარმონიულ ურთიერთობას ამყარებ ვალიური პოლიტიკის პირველ ქალბატონთან.

მაგრამ მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული სიამაყე არ არის როუზის შთაგონების წყარო. მან აგრეთვე მშვენივრად იცის, როდის უნდა იბრძოლოს მიზნის მისაღწევად და, როდის ჭირდება მსგავსი ნაბიჯის გადადგმა საზოგადოებას. მისი გამჭრიახი გათვლების დამადასტურებლად ნაციონალური ასამბლეის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის, ქალთა დაცვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჩაწერილი მისი გამოსვლაც კმარა. სიტყვით გამოსვლისას მან ასეთი რამ დაწერა:

ჩვენ უელსის ნაციონალურ პარლამენტში ბევრ რამეს მივაღწიეთ დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. იმედი გვაქვს, რომ პარტიები უზრუნველყოფს იმ ძირითად მექანიზმებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც სწორი და განსხვავებული პოლიტიკის გარანტი იქნება მომავალში.

და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მისი ეს თამამი გამოსვლა ზუსტად იმ ადრესატმა მიიღო, ვისთვისაც გამიზნული იყო.

ის ათწლეულების მანძილზე სრულყოფდა მის პოლიტიკურ შესაძლებლობებს ნიუპორტის ადგილობრივი მთავრობის სამსახურში. მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა და ბრძოლა მშობლიური ქალაქის წინსვლისათვის მჭიდრო ურთიერთკავშირშია. მასზე მინიჭებულ საპატიო წოდებათა ჩამოთვლაც საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს: უელსის უნივერსიტეტის საპატიო წევრი; ნიუპორტის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე; საქართველოში ნიუპორტთან დამეგობრებული ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქე და ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი; ნიუპორტის ტრანსპორტელთა მეგობრების პრეზიდენტი; ნიუპორტის ათლეტთა კლუბის პრეზიდენტი; ნიუპორტის სპორტული საბჭოს საპატიო წევრი; ნიუპორტის ქალთა ფორუმის თავმჯდომარე; ნიუპორტის კრიკეტის კლუბის წევრი; ტრედეგარის სასახლის მეგობართა დამფუძნებელი წევრი; ნიუპორტის ქალთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი; და ქარლეონის ხელოვნების ფესტივალის მეპატრონე. ვალიურ პოლიტიკაში ამდენი რამ ვის გაუკეთებია და იმავდროულად შეუნარჩუნებია პოციზიები სახელმწიფო სამსახურში 1973 წლიდან?!

ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან ალბათ ადვილია მიხვდე რაოდენ დიდი სიყვარული აქვს მას ხელოვნებისა და კულტურის მიმართ. ამას თუ დავუმატებთ სვონსის ვატერფრონტის მუზეუმში მისი თავმჯდომარეობის პერიოდის მნიშვნელოვან კულტურულ ძვრებსა და 2003-2007 წლებში ასამბლეის კულტურული კომიტეტის თავმჯდომარეობის ხანას, როუზი ასამბლეის არსებობის მანძილზე მოღვაწე ყველაზე იდეალურ კულტურის მინისტრად წარმოგვიდგება. იგი იყო განათლების მინისტრი ასამბლეის არსებობის პირველივე წელს. ეს იყო პოლიტიკურად დაძაბული პერიოდი, რომელსაც ხელფასის გამო მასწავლებელთა მხრიდან წამოსული უთანხმოება ემატებოდა. ასე რომ, როცა როუზი 2000 წლის ოქტომბერში ოფისიდან წამოვიდა, გრძნობდა, რომ მას არ მიეცა შანსი თავისი ბრწყინვალე პოლიტიკური იდეების სრული რეალიზება მოეხდინა.

როუზის იმიჯი - ის მუდამ პატიონად ცხოვრობს, მან იცის, რომ ყოველ დღეს უნდა ჩაეჭიდოს მომავალი თაობის საკეთილდღეოდ. მისი ნიჭიერება ერთნაირად იტევს იყოს როგორც ყოველწლიური ფოტოგამოფენის შემქმნელი, ისე როდი მორგანის (რომლის პორტრეტი ასამბლეას ამშვენებს) ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორი. იმედია, წლების შემდეგ, გამოჩნდება ვინმე, ვინც ღირსეულად გააგრძელებს მის მიერ წამოწყებულ საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ როუზი პარლამენტში ყველაზე უფროსი წევრია, მომდევნო წელს ის ისევ აპირებს ნიუპორტელ ხალხს მისი კანდიდატურა შესთავაზოს. ეჭვგარეშეა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში ის კვლავაც ყველაზე საპატიო პოზიციას დაიკავებს პარლამენტში. მუდამ საზოგადოების სამსახურისთვის დაღლილი, ეს დიდსულოვანი პიროვნება მართლაც იმსახურებს ამას.

There is something compellingly attractive about Rosemary Butler, the Deputy Presiding Officer. In this role she has brought a pleasing mixture of approachability, trust and sensitivity that makes her popular with colleagues and stakeholders. Indeed, much like the Presiding Officer himself, she sees herself as a frontline ambassador for the National Assembly for Wales.

Rose (as she is known to her friends) takes the Assembly seriously and expects you to do so, too. You know where you are with her. There are stern rebukes for those who step out of line on Assembly proceedings, even if they occasionally come with a twinkle in the eye. She doesn’t mind a bit of flair, but she doesn’t like procedures being willfully and persistently flouted. Those are the rules: keep to them and you’ll get on fine with the flame haired First Lady of Welsh politics.

But it isn’t just a pride in the institution that inspires Rose. She also knows when to champion a cause and when to do so in public. A recent example of shrewd timing was her hosting of an event to mark the success of the National Assembly in championing female representation. She was speaking directly to some when she wrote:

“Here at the National Assembly for Wales, we have achieved a notable amount in a relatively short space of time, but we must not be complacent. We look to the political parties to ensure that the mechanisms and opportunities are in place to ensure an equal and diverse political for the future.”

And, as ever with her gentle rebukes, those who were the intended recipients got the message.

She has perfected her political skills over many years, having served for decades in local government in Newport. To her, public service and championing her home city are crucially interlinked. Just examine her roll of honour and this is clear: an Honorary Fellow of the University of Wales, Newport; co-founder and Chair of the Newport International Competition for Young Pianists; an Honorary Citizen of Newport’s twin town Kutaisi in the Republic of Georgia and founding member of the Newport-Kutaisi Twinning Association; the President of the Friends of Newport Transporter; the President of Newport Harriers Athletic Club; an Honorary Life Member of Newport Sports Council; chairwoman of Newport Women’s Forum; a Life Member of Newport Cricket Club; a founder member of the Friends of Tredegar House; a founder member of Newport Women’s Aid; and a Patron of Caerleon Arts Festival. Who else in Welsh politics has done all this and held unbroken public office since 1973?

You’ll also note from the list her love and affection for the arts and culture. Add to it her work as Chair of the National Waterfront Museum Swansea during its inception and delivery, her time as Chair of the Assembly’s Culture Committee 2003-07, and also recognise her passion for art and music, and you’ll see in Rose perhaps the most ideal Culture Minister the Assembly never had. She was of course the Pre-16 Education Minister during the Assembly’s first year, a difficult period bogged down in the political instability of her appointer Alun Michael and disagreements over the payment of teachers. Somehow it felt that when she left office in October 2000 that she’d not been given a chance to show she could really shine.

Image matters to Rose – and not in a spin doctor sort of way. She is always immaculate, knowing that every day can be captured for posterity. How apt then that she is both the originator of the annual Members’ Photographic Exhibition and the organiser of the commemorative portrait of Rhodri Morgan that is intended to hang in the Assembly. Hopefully someone will commission a similar work for her when she stands down – not that that moment is coming soon. Despite being one of the older members of the Assembly she will next year offer herself to the people of Newport West once more. If re-elected she will undoubtedly be offered to her friends and colleagues again as a candidate for one of the Assembly’s most prestigious positions. This dedicated public servant deserves nothing less.

http://waleshome.org/2010/12/the-first-lady/

  ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის გამოხმაურება KNIA Comments on the Article  
  დიდი ინტერესით წავიკითხეთ სტატია როზმარი ბატლერის შესახებ. ეს იყო დამსახურებული წერილი გამორჩეულ ადამიანზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენი გრძნობები და ფიქრები სავსებით ემთხვევა წერილში დაწერილსა და ნააზრევს, რის გამოც გვინდა მადლობა გადავუხადოთ სტატიის ავტორს. როგორც ნიუპორტი ქუთაისის საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, როზმარი ბატლერმა ასოციაციის უცხოელი წევრებიდან პირველმა მიიღო ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება და ამით გაიღო ახალ შესაძლებლობათა და ურთიერთობათა კარი, რომელმაც შესანიშნავი გამოცდილება შეგვძინა და ჩვენი ცხოვრებაც გაამდიდრა. იგი არის საქართველოსა და უელსს შორის არსებული მეგობრობის უბადლო ელჩი, ისეთი, რომლის მსგავსსაც ალბათ ვერც ვინატრებდით.


როზმარის თავდადებულმა მუშაობამ ის ასოციაციის გამორჩეულ წევრად აქცია. სწორედ მან გვასწავლა, როგორ მოგვეხდინა ზემოხსენებული მეგობრობის განმტკიცება, შთააგონა ყველას აქტიურად ჩართულიყვნენ ასოციაციის მუშაობაში, საფუძველი ჩაუყარა ორივე ქალაქისთვის სასარგებლო ბევრ პროექტს. მისი დიდი მცდელობისა და უშრეტი ენერგიის წყალობითაა, რომ ასოციაცია დღესაც წარმატებით ფუნქციობს და ორივე ქვეყნის წარმომადგენლები კიდევ და კიდევ უფრო აძლიერებენ და აღრმავებენ ურთიერთთანამშრომლობას და მეგობრობას.


კიდევ ერთი მისთვის დამახასიათებელი ხასითის თვისება. თითქმის ყველა ქუთაისელ სტუმარს, ვისაც კი მასთან შეხვედრის ბედნიერება ხვდა წილად, ერთნაირად საუბრობს როზმარის გასაოცარ სტუმართმოყვერეობაზე და იმაზე, როგორ ამაყად წარადგენს ხოლმე ის თავს ქუთაისელ სტუმრებთან თავის მყუდრო ოჯახში. ის მართლაც შესანიშნავი მასპინძელია.


როზმარი ნამდვილად შთამბეჭდავ საქმეს აკეთებს ბევრ სფეროში. ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ის კვლავაც არაერთხელ წარმოგვიდგენს დასავლეთ ნიუპორტს და წლების მანძილზე დარჩება პარლამენტის ყველაზე პრესტიჟულ თანამდებობაზე. ის ამას მართლაც იმსახურებს!

ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის წევრები

It is with great interest that we read the article about Rosemary Butler. A wonderful article about a wonderful woman! We are happy that our thoughts and feelings completely coincide with those in the letter and we would like to thank its authors. As founding member of the Newport-Kutaisi Twinning, Rosemary Butler, the first foreign Honorary Citizen of Kutaisi opened new doors for us and set up new opportunities and challenges, which gave us wonderful experiences and enriched our lives. She is a unique ambassador of friendship for Wales in Georgia. We could have had no better and more pleasant one!

Rosemary’s expertise and dedicated service made her the strongest contributor to Kutaisi Newport links. She taught us how the Twinning should develop, inspired people to get involved in it and initiated a number of programmes benefiting both cities. It is thanks to her huge effort and energy that the Twinning is alive and successful and that the two communities have formed a deep commitment to maintaining and strengthening friendly links and understanding.

And one more fact characterizing her. Almost all visitors from Kutaisi were fortunate enough to experience her unique hospitality and thoroughly enjoy time with her and Derek in their cosy home that they introduce to all visitors from Kutaisi. Rosemary is a great hostess!

Rosemary does a lot of impressive and successful work at many levels and we are absolutely sure that she will continue representing Newport West and retain one of the Assembly’s most prestigious positions for years to come. She deserves it.

Members of the Kutaisi Newport International Association

 
  განმანათლებელი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე Educator, Scientist and Public Figure  
ყველანი ძალიან გაგვახარა პროფესორ მადონა მეგრელიშვილისთვის ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებამ.

იგი ნამდვილად იმსახურებს ამ საპატიო ჯილდოს იმ ნაყოფიერი, პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქალაქის იმიჯის გაუმჯობესებისათვის. იგი დიდად დაეხმარა ჩვენს მშობლიურ ქალაქს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგა სწორი მიმართულებით.

პროფესორი მადონა მეგრელიშვილი - ამ სახელს და გვარს ნებისმიერი თაობის ქუთაისელზე ყოველგვარი რეგალიის გარეშე შეუძლია შთაბეჭდილების მოხდენა და შთაბეჭდილება არასოდეს არის ერთგვარი. სწავლის მოყვარულთათვის ის სრულყოფილი განათლების მიღების გარანტია, სიმართლის მოყვარულთათვის ობიექტურობის ნიმუში, რეფორმის მხარდამჭერებისათვის ყოველგვარი ახლის გაბედული დამმკვიდრებელი და ექსპერტი, პროგრესული საზოგადოებისათვის – ღირსეული მოქალაქე საკუთარი ქალაქის და ქვეყნის, კოლორიტული ქუთაისელებისთვის – კარგი დედისა და მამის შვილი. ყველაზე გამოცდილი, ყველაზე მასშტაბური, ყველაზე უკომპრომისო, ყველაზე ორგანიზებული მენეჯერი.
 

მადონა მეგრელიშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის პირველი სკოლა, წარმატებით დაასრულა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ინგლისური ენის სპეციალობით), 1973–75 წლებში სწავლობდა მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხოურ ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში, 1978 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), 1979–83 წლებში მორის ტორეზის სახელობის უცხოურ ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დოქტურანტურაში. იყო უცხოური ენების კათედრის ლაბორანტი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, 1975 წლიდან მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. 1984 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორია. არის შესანიშნავი მკვლევარი. გამოქვეყნებული აქვს 100–ზე მეტი შრომა, მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები.
 

მადონა მეგრელიშვილი სასიამოვნო გამონაკლისია მისი სამეცნიერო და ადმინისტრაციული მოღვაწეობის ერთნაირად წარმატებულობის ხარისხით. ამაში არის კიდეც მისი პიროვნების განსაკუთრებული ხიბლი: ქალბატონი მადონა არის თაობებისათვის დაუვიწყარი დეკანიც და კათედრის გამგეც, ქართული განათლების სივრცეში უპრეცენდენტო რეფორმების შემოქმედი, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა ბრიტანელი და ამერიკელი სწავლულები. მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრა გახდა სტრუქტურული და მენტალური გარდაქმნის ერთგვარი სინონიმი.
 

მან პირველმა შეძლო და შექმნა ,,ფაბრიკა წარმატებული თაობების“ და გზა მისცა თითოეულ მათგანს საერთაშორისო არეალზე ინგლისურენოვან ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობებით და განათლების უწყვეტი ციკლის წყალობით. მისი პიროვნული ღირსება სხვებისათვის წარმატების გამეტების და გაზიარების ხელოვნებაშია.

მადონა მეგრელიშვილმა ერთ–ერთმა პირველმა იცოდა ნამდვილი გუნდის, კრეატიულობისა და დემოკრატიულობის ჭეშმარიტი არსი.

მისი საზოგადოებრივი და სამეცნიერო მოღვაწეობა და ბრძოლა მშობლიური ქალაქისა და ქვეყნის წინსვლისათვის მჭიდრო კავშირშია. მოგვყავს მის საქმიანობათა მცირე ჩამონათვალი: საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისი; 25 დაცული სადოქტორო დისერტაციის მეცნიერხელმძღვანელი (მათ შორის 2 საერთაშორისო), 35 სადოქტორო დისერტაციის ექსპერტი(მათ შორის 7 საერთაშორისო) თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი; აკადემიური პროგრამების (ფილოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მაგისტრი, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის მაგისტრი) ხელმძღვანელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი; წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი; ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი და უცვლელი თავმჯდომარე; კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიის ცენტრის კვლევითი აკადემიის წევრი, კემბიჯი, დიდი ბრიტანეთი; აშშ-ს ბიოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ბორდის წევრი; პროფესსიონალ და საქმიან ქალთა ,,ვინ ვინ არის” არჩეული წევრი, აშშ; ინგლისურენოვანი ჟურნალის ,,კოლხთა ქვეყანა” (კომპიუტერული ვერსია) დამფუძნებელი, სარედაქციო კოლეგიის წევრი; საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) ქუთაისის ფილიალის დამფუძნებელი და წევრი; ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის საპატიო წევრი, ნიუპორტი, დიდი ბრიტანეთი; ქალთა რეგიონალური განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი; ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს საქართველოს თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი; ქუთაისის საპატიო მოქალაქე.
 

მადონა მეგრელიშვილის პიროვნების საზოგადოებრივობა და საჯაროობა ყველაზე ნათლად ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის 22 წლიანი ბიოგრაფიით სჩანს. არ დარჩენილა ქალაქის განმავითარებელი არცერთი სფერო, სადაც ამ ასოციაციას მისი ღვაწლმოსილი ხელმძღვანელის და სულისჩამდგმელის აქტივობით, პრაქტიკულად არ ჰქონდეს პოზიტიური საქმე გაკეთებული (იხ. ვებგვერდი: www.knia.ge).
 

2005 წლიდან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პოფესორი, მადონა მეგრელიშვილი ინგლისური ენის ცენტრის დამფუძნებელია. ის დღეს ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრირებულ, სამოქალაქო ღირებულებების მქონე ახალ თაობას ზრდის და მისი სახელი ისევ ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, როგორც ათეული წლების წინ.
 

მოკლედ, ქუთაისი ვალშია ქალბატონთან, რომელმაც საკუთარ ქალაქს, საკუთარ ქვეყანას და ბედნიერ თაობებს უამრავი წარმატება აჩუქა. ვალში, რომლის გადახდასაც ჯერ არ ჩქარობს, რადგან კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომელსაც მხოლოდ მადონა მეგრელიშვილის ოპტიმიზმი, შეუცვლელი ენერგეტიკა, მუდმივად დროს გასწრებული იდეები და საოცარი ორგანიზაციულობის უნარი უნდა!

კიდევ ბევრჯერ მოგველოცოს, ღირსეულო ქალბატონო და კიდევ ბევრჯერ გვეთქვას, როგორ უყვარხართ და სჭირდებით თქვენს მშობლიურ ქუთაისს და მის მკვიდრთ.

ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია

We were enormously pleased to learn that Madonna Megrelishvili has been conferred Honorary Citizenship of Kutaisi.



She by right deserves this high award for her professional and public activities, which contributed a lot towards improving the image of the city and helping it make significant steps in the right direction.

Professor Madonna Megrelishvili - this name even without any regalia is well known to many generations of Kutaisi and usually makes a strong impression on everyone who hears it. Associations connected with this name may vary. For those who are keen to study, it may sound like a guarantee for getting a perfect education. For someone fighting for justice it may become an example of how to achieve it. For reformers she is an innovator and generator of new ideas, radical to do things that nobody could have dreamed of. For many Kutaisians this name also implies belonging to a progressive society and being a patriot of her native city and country as well as being the daughter of a distinguished family. And last but not least, the name Madonna Megrelishvili undoubtedly means the most experienced, efficient, uncompromised and well-organized manager we have ever met.

After leaving Akaki Tsereteli Secondary School No.1 with a gold medal Madonna went to study at Kutaisi Akaki Tsereteli State University. She majored in English at the Philological faculty and graduated from the University with a first-class honours degree. In 1973-75 she did her post-graduate course at the Moscow Moris Torez Teacher Training Institute of Foreign Languages. In October 1978 Madonna studied at Oxford and in 1979-1983 she worked for her doctorate at Moris Torez Teacher Training Institute of Foreign Languages. In 1975 she gained her Candidate Degree of Sciences and in 1984 she defended a thesis of Doctor of Philological Sciences.

For most of her career Madonna has worked at Kutaisi Akaki Tsereteli State University and she has a strong background in education as an assistant teacher, teacher, senior teacher, professor, dean of the Philological Faculty and head of the English Studies Department.

A woman of immense intellectual and linguistic skills she has a well-established reputation of an excellent researcher and is one of the country’s leading experts in linguistics. The results of her research have been published in over one hundred books, text-books, peer-reviewed journals and monographs.

Madonna has always successfully combined her research in linguistic with administrative duties. Under her inspiring and determined leadership the Philological Faculty and the English Studies Department were raised to new heights. She led several studies in areas of priority importance for Georgia’s national education which were instrumental in carrying out unprecedented reforms in the English Studies Department which due to these innovative developments became a symbol of both structural and mentality forms. She was the first to create ‘a factory of successful generations’ (if we can put it in this way) thanks to establishing close relations with English-speaking countries and the continuing education cycle. She has paved the way to successful careers for a lot of students and has become an unforgettable teacher, head of the department and dean thanks to her expertise, enthusiasm, flair for innovations and a great personal charm.

Madonna was also one of the first to realize the importance of having a team of like-minded people and she successfully managed to create it.

Her public and scientific work as well as her struggle for progression in the native city and home country are closely connected. Here is a short list of her public and professional services: Academician of the Academy of Educational Sciences of Georgia, Tbilisi; A Scientific supervisor of 25 PhDs (among them 2  international) and an expert of 35 PhDs (among them 7 international); A Head of Academic Degree Programms (PhD Programm in Linguistics, MA in English Philology, MEd in Teaching English as a second Language), Akaki Tsereteli State University, Kutaisi; A member of Akaki Tsereteli State University Representative Council, Kutaisi; Co-founder and unchangeable chair of Kutaisi Newport international Association; Research Academy member of the International Biographical Centre, Cambridge, UK; A selected member of the international Who’s Who of Professional and Business Women (Women who set the Standard!) of the World, USA; A fellow of American Biographical Institute’s international Board of Research, USA; A Newsletter “The Land of the Colchi online,” a   founder member of its Editorial Board, Kutaisi; A founder member of English Teacher’s Association of Georgia (ETAG), Kutaisi branch; Honorary Life Member of Newport Kutaisi Twinning Association; An Honorary member of the Women for Regional Development Association; A founder member of the local Democracy Agency Board, Kutaisi; Honorary Citizen of Kutaisi.

Madonna’s outstanding public activity is best of all reflected in her 22-year work as Chair of the Kutaisi Newport International Association which under her extremely effective leadership has made a significant impact on the development of nearly all walks of life in Kutaisi (See website www.knia.ge).

In 2005 Full Professor at Akaki Tsereteli State University, Madonna Megrelishvili set up and became the central figure of the English Speaking Centre which today growing from strength and strength is integrated into civilized society. The Centre is bringing up and educating young people providing an ongoing support for all who want to contribute to the prosperity and future development of the country. And again and again Madonna’s name keeps sounding impressive for everyone who hears it causing associations with an outstanding manager and teacher.

Kutaisi owes a lot to this charismatic woman whose dedicated service to its people has brought success and prosperity to many of them. We are not hurrying to pay our debt to her because there is still a lot to do which needs Madonna’s optimism, energy, flair for innovations and extraordinary organizing skills.

Thank you very much for everything, Madonna.

Kutaisi Newport International Association