|
||||
წარმატებული მეგობრობის 20 წელი |
20 - Year Successful Friendship |
|||
,,მეგობრობა გზად და ხიდად’’ – ჩვენი დიდი წინაპრის ეს უკვდავი აფორიზმი ლაიტმოტივად გასდევდა ქუთაისისა და ნიუპორტის დამეგობრების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს. გავიდა კიდევ ერთი ათეული წელი და ჩვენ იგივე განწყობითა და სულისკვეთებით ვეგებებით ამ სანიმუშო მეგობრობის 20 წლისთავს. ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია სამართლიანად ამაყობს ურთიერთთანამშრომლობით წარმართული ოცწლიანი საქმიანობით, რამაც მრავალი სფერო მოიცვა და უდავოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელებისათვის. მეგობრობას რომ საზღვრები არ გააჩნია, ამას ყოველწლიურად და მრავალგზის ადასტურებს ქართველებისა და ბრიტანელების ეს უნიკალური ურთიერთობა. ჩვენი ორი ქალაქის – ქუთაისისა და ნიუპორტის საკმაოდ დაშორებული გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ. ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის ყველა წევრი დიდად აფასებს იმ მხარდაჭერასა და თანადგომას, რასაც ნიუპორტელი მეგობრები იჩენდნენ ჩვენ მიმართ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე მღელვარე წლებში. მათი დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ქუთაისში. ამ მეგობრობამ განაპირობა ის, რომ ვალიელებმა ბევრი რამ გაიგო და შეისწავლა ქართულ კულტურაზე ისე, როგორც ქართველებმა უელსზე. ბევრი ჩვენთაგანი დიდი აღფრთოვანებით ეცნობოდა ამ ორი უძველესი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას და ამ საკითხში დიდი სიამოვნებით იმაღლებდა ცოდნას ღრმად განსწავლული მეგობრებისგან.ჩვენი ოცწლიანი მეგობრობის ყოველი წელი თავისებურად მნიშვნელოვანი და საინტერესოა. 2010 წელი კი განსაკუთრებით გამორჩეულია. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ნიუპორტელი მეგობრები, ქალაქ ნიუპორტის საკრებულოს მხარდაჭერით 20 წლიანი მეგობრობის საიუბილეო თარიღს ნიუპორტის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ასკის სანაპიროზე ქუთაისის ქუჩის ოფიციალური გახსნით აღნიშნავენ ჩვენი ქალაქიდან წარგზავნილ დელეგაციასთან და დიდ ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან ერთად. აბა, 20 წლის უკან რომელი თქვენთაგანი წარმოიდგენდა, რომ სადღაც შორს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნიუპორტში, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცოდით, ცენტრალურ ქუჩას ქუთაისის სახელს უწოდებდნენ. ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია ამ ღირსშესანიშნავ თარიღს რამდენიმე საინტერესო საიხლით შეხვდა.
დიდად ვამაყობთ იმით, რომ ბოლოს და ბოლოს დერექ და როზმარი ბატლერები დღეს ქუთაისის საპატიო მოქალაქეები არიან. წარმოუდგენელია ჩვენი მეგობრობის როგორც წარსული, ისე მომავალი წინსვლა მათი თავდაუზოგავი შრომის გარეშე, რასაც ასოციაციის ყველა წევრი ერთსულოვნად ეთანხმება. არ შეგვიძლია ასევე გამორჩეულად არ აღვნიშნოთ იმ დიდი სითბოს, სიყვარულისა და თანადგომის შესახებ, რომელიც ნიუპორტამდე ჩასულ ყველა ქუთაისელს ხვდება ბატლერების ოჯახში. |
`Friendship as a road and a bridge`; this time-tested saying of our great Georgian writer Shota Rustaveli was the theme of the events in 2000 which celebrated ten years of friendship between Kutaisi and Newport. Ten more years have passed since then and we have arrived at this new milestone with the same feelings of excitement and enthusiasm. The Kutaisi Newport International Association is proud of what has been achieved since 1990 - and with good reason! Additional links have been formed between a range of organisations, groups and individuals in Kutaisi and Newport and they have proved to be highly beneficial for both our city and its citizens. Friendship has no borders. This is being constantly demonstrated by the unique relationship between Georgia and Wales. Despite the vast geographical distance that separates us we have discovered that the people of Kutaisi and Newport have much in common. Members of the Kutaisi Newport International Association (KNIA) greatly appreciate the support our Newport friends have given us during some of the most difficult years in the history of modern Georgia and, thanks to their help, several important projects were realised. Of equal importance, the twinning has introduced Georgia and its culture to Welsh people and Georgians have had the opportunity to learn more about Wales. For many of us in both Kutaisi and Newport it has been a great pleasure to gain a knowledge of each other’s long history and vibrant culture, aided by devoted and well informed friends. Each of the twenty years of our friendship has been memorable in its own way. But 2010 is a particularly exciting year. We in Kutaisi have been delighted to learn that Newport City Council has decided to celebrate the anniversary by officially opening Kutaisi Walk, an attractive pedestrian walkway by the side of the River Usk in the centre Newport and a delegation from Kutaisi, together with the Georgian Ambassador to the United Kingdom, has been invited to take a prominent part in this prestigious event. Who amongst us, twenty years ago, could have imagined that there would be a major road named after Kutaisi in a far away Welsh city named Newport – a city we hardly knew existed at the time. After much consideration, members of the KNIA decided to mark the anniversary in the following way. With the approval of Kutaisi City Council, an Honorary Citizenship has been conferred on Derek Butler in recognition of all the efforts he has put into the Twinning and his commitment to it over twenty years. The resolution putting this into effect was passed unanimously by a special committee at Kutaisi Civic Centre headed by the Council Leader and attended by the Mayor. The decision was announced on both national and local television networks. As a result, both Derek and Rosemary Butler are Honorary Citizens of Kutaisi, a fact we are extremely proud of! It is almost impossible to think how the Twinning would have developed in the past, and will evolve in the future, if it wasn’t for their deep committment to it – and that is the unanimous opinion of all members of the KNIA. All Kutaisians who have visited Newport will never forget the warmth, love and support they have received from Derek and Rosemary. |
|||
|
||||
|
||||
ქუთაისი - ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრებად განსაკუთრებული
მადლიერების ნიშნად არჩეულ იქნენ ჩვენი ნიუპორტელი მეგობრები - ვერა ბრაუნი და
ქეროლაინ მექლეჰლენი - ასოციაციის განვითარებისათვის გაწეული დიდი ენთუზიაზმისა
და თავდადებისათვის. ჩვენ მთელი გულითა და სულით ვულოცავთ მათ ამ ღირსეულ
ჯილდოს და მოუთმენლად ველით მათგან შემდგომ წარმატებულ თანამშრომლობას.
შემოღებულ იქნა ახალი წოდება ასოციაციაში გამორჩეული წევრებისათვის. ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დიდი ღვაწლისა და დამსახურებისათვის აღნიშნული სტატუსი მიენიჭათ ქალბატონებს - ლალა კობეშავიძესა და მადონა ტყეშელაშვილს. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ნიუპორტში განსაკუთრებით უყვართ. |
Honorary membership of the KNIA has been conferred on our dear friends Vera Brown and Caroline McLachlan in recognition of their dedication to the Twinning over 20 years. We greatly appreciate all the work Vera and Caroline have put into the successful development of our links; their enthusiasm, their initiatives and above all their friendship. We send our heartfelt congratulations to them both and look forward to continuing our happy cooperation with them for many more years. In addition, two of the most active members of the KNIA, Lyalya Kobeshavidze and Madonna Tkeshelashvili, have been awarded Distinguished Membership of the Association for their 20 year commitment to maintaining and developing links between Kutaisi and Newport. We know that they are both dearly loved in Newport.
|
|||
|
||||
მსგავსი ბარათები სერთიფიკატების სახით გადაეცემათ მათ, ვისაც ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო და გამორჩეული წევრის წოდება მიენიჭათ. მადლობის ბარათები ქნიაზე უდიდესი მხარდაჭერისათვის გადაეცათ შემდეგ ორგანიზაციებს: • სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის
ადმინისტრაციას მადლობის ბარათები გადაეცათ აგრეთვე ასოციაციის ყველაზე აქტიურ წევრებს:
ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია თავდაპირველი შემართებით
აგრძელებს და აფართოებს თავის რიგებს, რასაც ბოლო ათი წლის მანძილზე ასოციაციის
წევრების კიდევ უფრო გაზრდილი რაოდენობა ადასტურებს, რომელმაც ასოციაციის
დაარსებიდან 20 წლისთავისათვის 200-ს გადააჭარბა. ჩვენ ქალაქში არა
თუ მცირდება, არამედ იზრდება ასოციაციაში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა,
რაც შემდგომი წარმატებული საქმიანობის გარანტია.
ვფიქრობთ, ქალბატონ მადონა
მეგრელიშვილთან ერთად, რომლის თავდადებაც ასოციაციისადმი შეუდარებელია, კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი სასიკეთო სიახლის მონაწილეები
გავხდებით. ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია |
These Letters of Thanks are just the samples of Certificates which will also be handed over to all who were awarded Honorary and Distinguished membership of the KNIA. Letters of Thanks were presented to the following organisations:
Letters of Thanks have also been awarded to particularly active members of the KNIA:
The KNIA presently has a membership of
above 200 while many more people have expressed a wish to join. Our enthusiasm remains as strong as ever and with a continuing growth in membership the future of the twinning is bright. Several exciting projects are already in the `pipeline`. We know that the recently elected Chair of the NKTA, Sonia Fisher, is keen to maintain and build on the present happy relationship between Kutaisi and Newport and forge further links between us. The Chair of the KNIA, Professor Madonna Megrelishvil, whose commitment to the twinning has been outstanding since its formation, is delighted with the warm friendship that has rapidly developed between her and Sonia and can predict with confidence that the link between Kutaisi and Newport will continue to grow. There can be no doubt that the twinning between our cities must be one of the most successful and dynamic of all twinnings world-wide. Long may it continue. Kutaisi Newport International Association |