წარმოსახვიდან რეალობაში...

მ/წ 30 სექტემბერს ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან არსებულმა ინგლისური ენის ცენტრმა ქუთაისის სხვადასხვა სკოლებიდან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად წარმოგზავნილ 16-17 წლის ასაკის მოსწავლეებს უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული პროექტი “ახალგაზრდობა სამოქმედო პროგრამაში” ითვალისწინებს 16-17 წლამდე ასაკის, 32 ახალგაზრდობის ორკვირიან ურთიერთგაცვლას ნიუპორტსა და ქუთაისს შორის. Pპროგრამის ძირითადი არსი ახალგაზრდების ტრენინგულ წვრთნებსა და საექსკურსიო გასვლებს ისახავს მიზნად და ის მთლიანად ევროსაბჭოს მიერ ფინანსდება.



აღსანიშნავია, რომ ჩვენმა თანაქალაქელებმა აგვისტოს თვეში YMCA-ის საერთაშორისო ასოციაციის მიერ შემოთავაზებულ გაცვლით პროექტში მიიღეს მონაწილეწობა. ერთი თვის განმავლობაში ქუთაისელი მოსწავლეები დიდი მონდომებით ავსებდნენ განცხადებებს, ინტერესით ეცნობოდნენ ზემოხსენებული პროგრამის შინაარსსა და თავიანთ წარმოსახვაში ინგლისში ,,გატარებულ”  დაუვიწყარ დღეებს ხატავდნენ.

ტესტირება ორ ეტაპად ჩატარდა. 30 სექტემბერს ახალგაზრდებმა ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან არსებული ინგლისური ენის ცენტრის პედაგოგების მიერ შედგენილ ტესტებში მოსინჯეს ძალები, რამაც მათი პოტენციალი ნაწილობრივ გამოავლინა, ხოლო 2 ოქტომბერს ჩატარებულმა გასაუბრებამ, რომელსაც ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი მადონა მეგრელიშვილი და ინგლისური ენის ცენტრის პედაგოგები ასისტენტ-პროფესორები ნათია ზვიადაძე და ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდნენ, ინგლისში წამსვლელ მოსწავლეთა საბოლოო შემადგენლობა გამოავლინა. გარდა ამისა, არიან მოსწავლეები, რომლებიც სათადარაგო სიაში მოხვდნენ.



პროგრამაში წამოყენებულ მოთხოვნათა საფუძველზე მასში მონაწილეთა რიცხვში სულ 16 ახალგაზრდა შედის გენდერული ბალანსის სრული დაცვით. აქედან უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესო შედეგები მე-3 და 41-ე სკოლების მოსწავლეებმა უჩვენეს, რომელთაც ქუთაისი-ნიუპორტის ასოციაციის მიერ სემესტრულად ჩაუტარდებათ ტესტირება, ხოლო ივნისის თვეში ისინი კიდევ ერთხელ გაივლიან ზოგად ტესტს, რითაც საბოლოდ დაადასტურებენ მათ ღირსეულ გამარჯვებას.

ჩვენი საამაყო ახალგაზრდები მზად არიან კიდევ უფრო აიმაღლონ როგორც ენის დონე, ისე მისი უნარ-ჩვევები ამ რამდენიმე თვის განმავლობაში და ზაფხულში ინგლისში გამგზავრებულებმა კიდევ ერთხელ ასახელონ ჩვენი ქვეყანა და ქალაქი.
გზა დავულოცოთ და წარმატებები ვუსურვოთ მათ!!!

Their Dream May Come True

On 30 September the KNIA and the ELC hosted pupils from secondary schools wishing to participate in the youth exchange programme funded by the EU.



The project called "Youth in the Action Programme" will give the chance for Georgian young people aged 16-17 to experience British culture, and for their British peers to experience Georgian culture through different interesting activities including joint training and tours.



The introduction to the programme took place in August when Kutaisi was visited by representatives of YMCA international organization which is in charge of this project. The guests had a very warm welcome from our young people and the project arose such a great interest that 96 people applied for participation in it. It meant that the KNIA faced not only easy task of choosing the best ones.



On 30 September the applicants wrote a language test prepared by the ELC teachers. Those who coped with it were invited to an interview with Professor Madonna Megrelishvili and Assistant professors Nino Nijaradze and Natia Zviadazde. As a result of the test and the interview 16 candidates for the project – eight boys and eight girls (gender balance was observed) were chosen and approved by the KNIA board. We strongly believe that they will be good ambassadors of friendship for Georgian youth in Great Britain. The KNIA and the ELC will be in touch with them throughout the year and help them develop their skills and prepare properly for this responsible visit.

შეფასების შედეგები

# სახელი, გვარი სკოლა წერითი ტესტი  ინტერვიუ ჯამი
      (ქულა) (ქულა)  
1 გიორგი გვაზავა III 9 9 18
2 ქრისტინე ჩახუნაშვილი VII (YMCA) 9 9 18
3 გიორგი მოდებაძე XLI 9 9 18
4 სალომე ხურციძე " 9 9 18
5 სალომე შვანგირაძე კერძო სკოლა 9 9 18
6 ნინო გოშხეთელიანი III 7 10 17
7 დავით დემეტრაძე კერძო სკოლა 7 9 16
8 თემურ ფხაკაძე II 6 9 15
9 მერაბ კოპალეიშვილი III 7 8 15
10 გიორგი ახვლედიანი XLI 6 9 15
11 ირაკლი ცაბუტაშვილი " 6 9 15
12 ლევან კუპრაშვილი III 7 8 15
13 დეა შაშიაშვილი " 6 8 14
14 მარიამ კვარაცხელია " 6 8 14
15 სალომე მამრიკიშვილი კერძო სკოლა 6 8 14
16 ნინო ბირკაია   " 6 8 14

ასისტენტ-პროფესორი ნინო ნიჟარაძე
ასისტენტ-პროფესორი ნათია ზვიადაძე

Result of Assessment
 
# Names School Written Test  Interview Total
      (points) (points)  
1 Giorgi Gvazava III 9 9 18
2 Kristine Chakhunashvili VI (YMCA) 9 9 18
3 Giorgi Modebadze XLI 9 9 18
4 Salome Khurtsidze " 9 9 18
5 Salome Shvangiradze Private School 9 9 18
6 Nino Goshkheteliani III 7 10 17
7 Davit Demetradze Private School 7 9 16
8 Temur Pkhakadze II 6 9 15
9 Merab Kopaleishvili III 7 8 15
10 Giorgi Akhvlediani XLI 6 9 15
11 Irakli Tsabutashvili " 6 9 15
12 Levan Kuprashvili III 7 8 15
13 Dea Shashiashvili " 6 8 14
14 Mariam Kvaratskhelia " 6 8 14
15 Salome Mamrikishvili Private School 6 8 14
16 Nino Birkaia   " 6 8 14

Assistant Professor Nino Nijaradze
Assistant Professor Natia Zviadadze