1989

აგვისტო

ნიუპორტის მერის, როზმარი ბატლერის ხელმძღვანელობით ქუთაისს 1989 წლის აგვისტოში საქმიანი ვიზიტით ეწვია საქალაქო დელეგაცია ნიუპორტის საქალაქო საბჭოს ლიდერის ჰარი ჯოუნსის, ოპოზიციის ლიდერის ტრევორ ვორენისა და მთავარი აღმასრულებლის ქრის თაფის შემადგენლობით. დამეგობრების ხელშეკრულებას ორ ქალაქს – ქუთაისსა (საქართველო) და ნიუპორტს (დიდი ბრიტანეთი) – შორის მოეწერა ხელი 18 აგვისტოს ოფიციალურ ცერემონიაზე.

ოქტომბერი

ამ მიზნით, საპასუხო ვიზიტით, ნიუპორტს ეწვია საქალაქო დელეგაცია ქუთაისის მერის ბ-ნ თეიმურაზ შაშიაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრები იყვნენ პროფესორი მადონა მეგრელიშვილი და ქალაქის სხვა საპატიო პირები. ქუთაისსა და ნიუპორტს შორის დამეგობრების ხელშეკრულების ფორმალური ხელმოწერა ნიუპორტში შედგა 2 ოქტომბერს (იხ. დანართი № 1, 2, 3, 4 ნიუპორტის საქალაქო საბჭოს 1989 წლის 2 ოქტომბრის სხდომის).

1989

August

An inaugural visit was made to Kutaisi by a civic party led by the Mayor of  Newport, Councillor Rosemary Butler. It included Cllr Harry Jones, Leader of Newport Council, Cllr Trevor Warren, leader of the Opposition on Newport Council and Mr Chris Tapp, Chief Executive Officer. The Twinning Agreement between the Cities of Kutaisi and  Newport in South Wales was signed during an official ceremony on 18 August.


 

October

A return visit to Newport was made by a civic delegation led by the Mayor of Kutaisi Mr. Teimuraz Shashiashvili in order to confirm the Agreement. The delegation included Professor Madonna Megrelishvili and other distinguished dignitaries from Kutaisi. Formal signing of the Twinning agreement between the cities of Kutaisi and Newport took place on 2 October(see the appendix No 1, 2, 3, 4 of the Newport Council Meeting on 2 October, 1989).



1990

აპრილი

უმაღლესი განათლების გუენტის კოლეჯის დირექტორი ბატონი მელ ჰარისი ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ხელოვანთა ჯგუფთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ უელსის ხელოვნების ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად ეწვია ქუთაისს საერთაშორისო პლენარში მონაწილეობის მისაღებად. ვალიელი მხატვრების ნამუშევრები გამოფენილ იქნა ქუთაისის სამხატვრო გალერეაში.

მაისი

ერთი თვის შემდეგ ქუთაისმა კვლავ უმასპინძლა ჯგუფს, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ნიუპორტის ეკლესიის წინამძღვრები, წმინდა მამა სირილ სამერსი და ფრანკ ჯენკინსი, ქალთა ლიგის ,,მშვიდობისა და თავისუფლებისათვის’’ პრეზიდენტი ნიუპორტში დოროთი სამერსი, ჟურნალისტები სთივ ჰოუზლიზი და მაიკლ ბუკინგამი, ნიუპორტის ბინათმოწყობის ხელმძღვანელი ვივიენ შუგა, ქალაქის ქალთა გილდიას წარმომადგენლები გვინის ჰარისი და ბერილ ჰარისი, საერთაშორისო ექსპერტი მოზრდილთა წერა-კითხვის სწავლებაში ქეროლაინ მექლეჰლენი და ქირურგი ედრიენ შუგა.

აგვისტო

ორ ქალაქს შორის მეგობრული კავშირის განსამტკიცებლად ქუთაისს ეწვია ნიუპორტის მერი, ნიუპორტის საკრებულოს ლიდერი ჰარი ჯოუნსი ქალაქის დელეგაციასთან ერთად.

დეკემბერი

საპასუხო ვიზიტით ნიუპორტს გაემგზავრნენ ქუთაისის ქალთა საბჭოს წარმომადგენლები: ქალბატონი ნელი გუმბარიძე და ნანა გუკასოვა, რომელთაც მასპინძლობდა ქეროლაინ მექლეჰენის ოჯახი.

1990

April
 

The Principal of the Gwent College of Higher Education Mel Harris, together with a group of artists from its Faculty of Art and a representative from the South East Wales Arts Association visited Kutaisi to take part in an International Plenary Session. Their works were exhibited in the Kutaisi Picture Gallery.

 

May

A month later, a group representing Newport’s church leaders led by the Reverend Cyril Summers and Dean Frank Jenkis, the President of the Newport branch of the Women’s League for Peace and Freedom, Dorothy Summers, journalists including the Editor of the South Wales Argus, Steve Hoselitz, together with Michael Buckingham, Newport’s Director of Housing, Vivienne Sugar, representatives of the Townswomen’s Guild, Gwyneth Harris, Beryl Harris, an international expert on the teaching of literacy to adults, Caroline McLachlan, and Adrian Sugar, MD were hosted in Kutaisi.

 

August

The Mayor of Newport, Councillor Harry Jones, together with a civic delegation, visited Kutaisi to strengthen the friendly links being formed between the two cities.

 

December

Nelly Gumbaridze and Nana Gukasova, representatives of Kutaisi women’s organization were guests of Caroline McLachlan, an international expert on the teaching of literacy to adults.

1991

თებერვალი

საერთაშორისო ექსპერტმა მოზრდილთა წერა-კითხვის სწავლების დარგში, განათლების მაგისტრმა ქეროლაინ მექლეჰენმა ორგანიზაცია გაუკეთა ქუთაისელ მოსწავლეთა ჯგუფის (15 მოსწავლე და 2 მასწავლებელი) პირველ ვიზიტს ნიუპორტში, კარლეონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, სადაც სტუმრებს უმასპინძლეს ბრიტანელმა ოჯახებმა. ამ ფაქტით საფუძველი ჩაეყარა კავშირს ქუთაისელ და ნიუპორტელ ოჯახებს შორის.

მარტი

● ქუთაისს ეწვივნენ როზმარი და დერეკ ბატლერები, ისინი მოიწვია საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ეროვნული დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე საერთაშორისო დამკვირვებლებად.

● ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის ოთხი მასწავლებელი გაემგზავრა ნიუპორტში. მათ მასპინძლობდა მელ და ბერილ ჰარისების ოჯახი.

აპრილი

ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმები გამოცდილების გაზიარების მიზნით გაემგზავრნენ ნიუპორტში.

აპრილი და ივლისი

წმინდა პეტრეს და პავლეს საკათედრო ტაძრისა და მოწამეთას ეკლესიის წარმომადგენლები მიიწვიეს ბრიტანეთში ნიუპორტის ეკლესიის წარმომადგენლებთან მეგობრული კავშირების გაძლიერების მიზნით.

მაისი

სამი ცნობილი ქუთაისელი მხატვარი – ჯავა ჭეიშვილი, ვიტალი კაპანაძე, ავთანდილ ლელაძე და ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მადონა ტყეშელაშვილი ეწვივნენ უმაღლესი განათლების გუენტის ნიუპორტის კოლეჯის ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტს. დაათვალიერეს ლონდონისა და სამხრეთ უელსის გალერეები, სადაც გამოფენილი იქნა მათი ნამუშევრები. მათ აგრეთვე ლექციები წაუკითხეს სტუდენტებს.

ივლისი და ოქტომბერი

ახალგაზრდა პიანისტი ინგა ქაშაკაშვილი პედაგოგებთან ციცინო თოდუასა და ქეთევან მელქაძესთან ერთად გაემგზავრა ნიუპორტში და მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ ახალგაზრდა პიანისტთა ნიუპორტის V საერთაშორისო კონკურსში. ოქტომბერში ისინი კვლავ ეწვივნენ დიდ ბრიტანეთს აღნიშნული კონკურსის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობისათვის, რომელშიც ინგამ მოიპოვა დიდი წარმატება _ მეორე ადგილი დაიკავა. შემდეგ იგი სხვა მუსიკოსებთან ერთად ტრედეგარის სასახლეში გამართულ კონცერტში მონაწილეობდა.

აგვისტო

ნიუპორტის მერს სტუმრად ეწვია საქართველოს პარლამენტის წევრი თეიმურაზ შაშიაშვილი და მისი მეუღლე დეა მჭედლიშვილი.

სექტემბერი

ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი დიმიტრი კოპალიანი გაიგზავნა უმაღლესი განათლების გუენტის ნიუპორტის კოლეჯში ინფორმაციული ტექნოლოგიების კურსის შესასწავლად. დიმიტრი პირველი ქუთაისელი სტუდენტია, რომელმაც ნიუპორტში ისწავლა.
 

ნოემბერი

ნოემბერში ნიუპორტში გაემგზავრა ქუთაისის საქალაქო დელეგაცია. მის შემადგენლობაში იყვნენ: ქუთაისის მერი არჩილ კოსტავა, პროფესორი, მადონა მეგრელიშვილი, ახლადარჩეული ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ომარ ნიშნიანიძე და საკრებულოს ორი წევრი.


 

დეკემბერი

საშობაოდ ნიუპორტს ეწვივნენ დიმიტრი კოპალიანის მშობლები, რომელთაც მასპინძლობდა ტრავისების ოჯახი.

ოქტომბერი და დეკემბერი

დაარსდა ორი ასოციაცია: ნიუპორტში – ნიუპორტი-ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქთა ასოციაცია ნიუპორტის საკრებულოს დეპუტატის როზმარი ბატლერის ხელმძღვანელობით (04.10.91), ქუთაისში კი ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია პროფესორ მადონა მეგრელიშვილის თაოსნობით (05.12.91).

 

1991

February

A group of children from Kutaisi (15 pupils and 2 teachers) made a visit to Newport as guests of Caerleon Comprehensive School and stayed with host families. This was organized by Caroline McLachlan, an international expert on the teaching of literacy to adults. The initiative led to the very first links between ordinary (non-official) people of Kutaisi and Newport.

March

● Rosemary and Derek Butler visited Kutaisi.  They were invited by the first President of Georgia, Zviad Gamsakhurdia, to undertake the roles of Official International Observers in the National Referendum on Independence taking place in Georgia.
● Four members of English Studies Department of Kutaisi State University visited Newport as guests of Mel and Beryl Harris.

April

Doctors from the hospital for mental diseases visited Newport to share the British doctors’experience.

April and July

Church leaders from St Peter and Paul Cathedral and Motsameta Church were invited to Newport to meet representatives of Newport  churches  to strengthen the links.

May

Three of Kutaisi’s most prestigious artists  Java Cheishvili, Vitali Kapanadze, Avtandil Leladze and deputy chair of the Kutaisi Newport International Association Madonna Tkeshelashvili visited Newport. Their paintings were exhibited in the Gallery of the Faculty of Art, Gwent College of Higher Education. They gave lectures to the students there and visited many galleries in London and South Wales.

July and October

A young pianist, Inga Kashakashvili, with her teacher Tsitsino Todua and Ketevan Melkadze visited Newport as an entrant to the 5th  Newport International Competition for Young Pianists.  The First Round was held in London. In October Inga  went to Newport to take part in the Final of the Competition and won the second prize. Her  concert at Tredegar House in Newport was  received with a great ovation.

August

Member of the Georgian Parliament Teimuraz Shashiashvili and his wife Dea Mchedlishvili visited Newport as guests of the Mayor of the city.

September

A student from Kutaisi Technical University, Dimitri Kopaliani was enrolled to the Gwent College of Higher Education to study Information Technology. Dimitri was the first Kutaisi student to study at the Gwent College of Higher Education, now the University of Wales, Newport.

November



The Kutaisi civic delegation visited Newport. It was led by the Mayor of Kutaisi Archil Kostava accompanied by Professor Madonna Megrelishvili and three other delegates.

December

Dimitri Kopaliani’ parents arrived in Newport just before Christmas to visit Dimitri as guests of the Travis Family.

October and December

The Newport-Kutaisi Twinning Association was established by Councillor Rosemary Butler (04.10.91) and she was elected its first Chairperson. Professor Madonna Megrelishvili was elected the Kutaisi Newport International Association Chair in Kutaisi (05.12.91)

1992

იანვარი

ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციამ დაიწყო გაზეთის Newport Kutaisi Twinning Association გამოშვება.

ივნისი

დიმიტრი კოპალიანმა დაასრულა სწავლა უმაღლესი განათლების გუენტის ნიუპორტის კოლეჯში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

სექტემბერი

● ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი ,,იმედი" მონაწილეობდა ბრიტანეთის ყვავილების ტრადიციულ ფესტივალში. ანსამბლი არაჩვეულებრივი პროგრამით წარსდგა ბრიტანელი მაყურებლის წინაშე და დიდი მოწონება დაიმსახურა.



● ქუთაისელ მხატვართა ნამუშევრები კვლავ იქნა გამოფენილი ნიუპორტის მუზეუმსა და ხელოვნების გალერეაში და ცენტრალურ ლონდონში, ქოქ სტრიტზე, გალერეაში.

1992

January

The Newport  Kutaisi Association started to issue a newspaper Newport Kutaisi Twinning Association.

June

Dimitri Kopaliani completed his studies at the Gwent College of Higher Education and earned his Bachelor Degree in Information Technology.

September

● The children’s song and dance folklore troupe `Imedi`  travelled to Wales to take part in the Ebbw Vale Garden Festival and successfully performed in Newport before a large audience.



● The paintings left in Newport by the Kutaisi artists from the previous year were shown at the Newport Museum and Art Gallery and at a gallery in Cork St, central London.

1993

ოქტომბერი

ქუთაისში ჩამოვიდა ნიუპორტის და სამხრეთ უელსის ეკონომიკური დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორი ბრაიან ედქოქი TACIS- ის მცირე ბიზნესის განვითარების ტექნიკური დახმარების პროექტის ხელშესაწყობად.

ნოემბერი

ნიუპორტი-ქუთაისის ასოციაციის თხოვნის საპასუხოდ უმაღლესი განათლების გუენტის კოლეჯმა მოამზადა ენერგიის მართვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დააფინანსა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა ქალაქის წამყვანი სპეციალისტებისა და მეწარმეების ურთიერთგაცვლას. შედეგად ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქალაქის ენერგეტიკის სფეროს წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ ნიუპორტს.

1993

October

Brian Adcock, Newport Council's Director of Economic Development, arrived in Kutaisi to assist with the setting up of the TACIS Technical Assistance Project.

 

November

In response to a request from the Newport-Kutaisi Twinning Association, Gwent College of Higher Education initiated an ambitious Energy Management project, funded by the British Foreign Office. It involved the exchange of senior academics and industrialists. Heads of Science Departments from Kutaisi Technical University and the city’s energy suppliers visited Newport.

1994

ივნისი

● ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე პროფესორი მადონა მეგრელიშვილი გაემგზავრა ნიუპორტში მეგობრული კავშირების შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად.

● ახალგაზრდა პიანისტი ფატი ჯინჯიხაძე პედაგოგ ციცინო თოდუასთან ერთად გაემგზავრა ნიუპორტში, რათა მონაწილეობა მიეღო ლონდონში გამართულ ახალგაზრდა პიანისტთა ნიუპორტის VI საერთაშორისო კონკურსში. შემდეგ კი სხვა მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობდა ტრედეგარის სასახლეში გამართულ კონცერტში.

ივლისი

● ენერგიის მართვის პროექტთან დაკავშირებით საპასუხო ვიზიტი განხორციელდა უმაღლესი განათლების გუენტის კოლეჯიდან. ოთხ ბრიტანელ მეცნიერს მასპინძლობდა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი და ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია.

● ნიუპორტს ეწვია აკადემიკოსი რობერტ ადამია.

სექტემბერი

ამ ხნის მანძილზე ნიუპორტსა და ქუთაისს შორის გაღრმავდა თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში. ნიუპორტისა და კარდიფის საზოგადოებრივი და კერძო სექტორის რამდენიმე სააგენტო გაერთიანდა იმ მიზნით, რომ განეხორციელებინათ მცირე ბიზნესისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა. ნიუპორტმა ეს პროექტი განახორციელა ევროსაბჭოსაგან მიღებული გრანტის საშუალებით, რომლის ღირებულება შეადგენდა 1.5 მილიონ ეკიუს. შედეგად ქუთაისში დაარსდა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ცენტრი TACIS).

დეკემბერი

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის ორი უფროსი მასწავლებელი: მადლენ მახვილაძე და ლალა კობეშავიძე სტაჟირებაზე გაიგზავნა უმაღლესი განათლების გუენტის ნიუპორტის კოლეჯში.

 

1994

June

● The Chairperson of the KNIA, Madonna Megrelishvili  visited Newport to discuss a number of issues central to the expansion of the twinning link.



● Young pianist Pati Jinjikhadze with her teacher Tsitsino Todua visited Newport to take part in the  6th Newport International Competition for Young Pianists in London. She also performed a concert at Tredegar House  in Newport.

July

● A return visit from lecturers and staff at the Gwent College of Higher Education took place to study Energy Management in Kutaisi. They were hosted by the Kutaisi Technical University and KNIA. 

● Academician Robert Adamia visited Newport.

September

In the previous four years there had been an ever-growing collaboration between Newport and Kutaisi in the economic sphere. A number of agencies from both the public and private sectors based in Newport and Cardiff came together under the Newport Borough Councill to prepare and implement a technical assistance programme for small business initiatives. The European Community provided 1.5 million ECU for this purpose and a TACIS office was set up in Kutaisi.

December

Two lecturers of the English Studies Department at Kutaisi State University, Madlen Makhviladze and Lyalya Kobeshavidze, made a study trip to the Gwent College of Higher Education.