| 
     
	  | 
    |||
| 
	 2009 მარტი დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დენის კიფი ესტუმრა ნიუპორტს. იგი შეხვდა ნიუპორტის მერს, ქალაქის საბჭოს თავმჯდომარეს, ქალაქის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს, ნიუპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის წევრებს. საქართველოზე საუბრისას ბატონმა კიფმა აღნიშნა, რომ საქართველოს ღირსშესანიშნაობა მისი ბუნება, კლიმატი და, რაც ყველაზე მთავარია, მისი ხალხია. აპრილი 
	ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსი, ექიმი ნანა 
	ძიძიგური და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის 
	ასისტენტ-პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი ეკა არჩვაძე ექიმ ჯონ დეივისის 
	მიწვევით, ოქსფორდში გაემგზავრნენ, საერთაშორისო კონფერენციში
	- "პრაქტიკული 
	კარდეოლოგია 2009" - მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის დასრულების შემდეგ 
	ისინი ნიუპორტს ეწვივნენ. მეტად ნაყოფიერი იყო ექიმ ნანა ძიძიგურის ვიზიტი 
	გუენტის სამეფო ჰოსპიტალსა და გულ-მკერდის კლინიკაში, ხოლო ეკასი _ ნოუპორტის 
	უნივერსიტეტში. ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის წევრებმა ქართველ სტუმრებს დიდი 
	ბრიტანეთის ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერებინეს. მაისი 
	ნიუპორტს ქუთაისიდან ხუთი ექიმი სტუმრობდა: ზაზა ლომინაძე, მამუკა ჯიქია, 
	მირიან ჭეიშვილი (კლინიკა L&G), მამუკა მიქაძე და ზურაბ აბულაძე (ბომონდი). 
	ისინი მიწვეული იყვნენ ნიუპორტის გუენტის ჯანმრთელობის ცენტრში გამართულ 
	სიმპოზიუმზე, რომლის ორგანიზატორი ექიმი ჯონ დევისი გახლდათ. ქუთაისელი ექიმები 
	გაეცვნენ როგორც გუენტის სამეფო საავადმყოფოში დანერგილ მკურნალობის უახლეს 
	მეთოდებს, ისე სამკურნალო დეპარტამენტებს სპეციალობის მიხედვით. ამ ვიზიტის 
	კულმინაცია იყო ნიუპორტი ქუთაისის მედიკოსთა ასოციაციის დაარსება, რომელიც სხვა 
	მნიშვნელოვან მომენტებთან ერთად ქუთაისელი ექიმების ბრიტანეთში მივლინებებს, 
	ნიუპორტელ და ქართველ ექიმებს შორის ელექტრონულ დიალოგებსა და ა.შ. 
	ითვალისწინებს. შემდეგ ქუთაისელი ექიმები ლონდონში გაემგზავრნენ კარდიოლოგთა 
	კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ივნისი 
	ჩვენი ნიუპორტელი მეგობრების, კერძოდ კი უელსის პარლამენტის ვიცე სპიკერის 
	როზმარი ბატლერის ინიციატივითა და რეკომენდაციით ივნისის დასაწყისში უელსის 
	ფეხბურთის მხარდამჭერთა კლუბის (,,მიზანი’’) 26 წევრი ეწვია ჩვენს ქალაქს. ჯგუფში 
	წარმოდგენილი იყვნენ ცნობილი ბიზნესმენები, ტელევიზიისა და პრესის 
	აღმასრულებლები, უნივერსიტის პროფესორები და სხვები. საქართველოში მათი ვიზიტი 
	უზრუნველყო იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ და ქალაქის მერიამ. სტუმრებს 
	მასპინძლობდა ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია. ბრიტანელები საკმაოდ 
	გულუხვი საჩუქრებით ეწვივნენ ქუთაისს. მათ ექვსი მსუბუქი მანქანა გადასცეს ქ. 
	ქუთაისის მერიას, სპორტული აღჭურვილობა - ფეხბურთის სპორტულ სკოლას, მხატვრული 
	ლიტერატურა _ ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან არსებულ ინგლისური 
	ენის ცენტრს. სტუმრებს განსაკუთრებული მისია ჰქონდათ 44-ე საჯარო სკოლაში, 
	სადაც 70 სოციალურად დაუცველი ბავშვი სწავლობს. ამ სკოლას საჩუქრად გადაეცა 
	ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის მიერ შეძენილი ქართული წიგნები. შედეგად 
	სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის გაიხსნა ცალკე ბიბლიოთეკა. სტუმრებს მიღება 
	ჰქონდათ სამხარეო ადმინისტრაციასა და მერიაში, ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო 
	ასოციაციაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალაქის №1 და № 3 
	საჯარო სკოლებში, იმერეთის რეგიონის ოლიმპიურ კომიტეტში. მათ აგრეთვე გამართეს 
	მეგობრული საფეხბურთო მატჩი ქუთაისელ ფეხბურთის მოყვარულებთან. ივლისი 
	● 10 ივლისი-ქალები, რომლებიც სტანდარტებს ამკვიდრებენ! დიდად სასიამოვნოა, რომ პროფესორი მადონა მეგრელიშვილი არჩეულ იქნა პროფესიონალ 
	და საქმიან ქალთა საერთაშორისო ,,ვინ ვინ არის’’ წევრად, როგორც სრულყოფილი და 
	წარმატებული პროფესიონალი. ამ შთამბეჭდავმა შერჩევამ იმდენად დიდი როლი 
	ითამაშა, რომ ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა პროფესორი მადონა მეგრელიშვილი ABI-ის 
	სამეცნიერო საზოგადოების წევრად აირჩია. ეს დიდი პატივი პროფ. მ. მეგრელიშვილს 
	წილად ხვდა მისი ღრმა ცოდნისა და ინოვაციათა გამო იმ სფეროში, რომლის ექსპერტიც 
	თვითონ არის. ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის ყველა წევრი ულოცავს 
	მას ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს უფრო მეტ წარმატებას მომავალში, რადგან 
	ქალბატონ მადონას მოღვაწეობა მარტო საკუთარი მიზნების განხორციელებას კი არ 
	ემსახურება, არამედ იგი შთააგონებს სხვებსაც, მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს 
	ცხოვრებაში. აგვისტო 
	ქუთაისს სტუმრობდა ნიუპორტის ახალგაზრდა მამაკაცთა ქრისტიანული საერთაშორისო ორგანიზაციის 
	(YMСA) დირექტორი, პიტერ ლანდერსი და მისი ორი ახალგაზრდა ასისტენტი, რიჩარდ 
	დეივისი, მაიკლ ბეირნი. მათი მიზანი ქუთაისსა და ნიუპორტს შორის 
	ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის წარმატებული რეალიზებაა. დელეგაციის წევრები 
	დიდი ენთუზიაზმით გაეცვნენ ქართველი ახალგაზრდების პოტენციალს. მათ შეხვედრები 
	გამართეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველ და მესამე 
	საჯარო სკოლებსა და ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციაში, მასთან 
	არსებულ ინგლისური ენის ცენტრში, რაგბისა და ფეხბურთის სპორტულ სკოლებში, 
	სპორტის სასახლეში, სასულიერო სემინარიაში, სულორისა და ვარციხის ახალგაზრდულ 
	ბანაკებში და ციცინო თოდუას საფორტეპიანო კლასთან, რომელიც დაუვიწყარი 
	კონცერტით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ასოციაციის წევრებს გულთბილი შეხვედრა 
	მოუწყო ქუთაისის მერმა ბატონმა ნუგზარ შამუგიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ 
	ბატონმა ამირან ხვადაგიანმა. პიტერ ლანდერსი დიდად ნასიამოვნები დარჩა YMCA 
	წევრებსა და მათ ხელმძღვანელთან დავით იოსებაშვილთან შეხვედრით. დელეგაციის წევრებმა აგრეთვე მოინახულეს ისტორიული ძეგლები და 
	ღირსშესანიშნაობები. სტუმრებს მაღალი დონის მომსახურება გაუწიეს 
	L&J კლინიკის 
	სასტუმროში. ოქტომბერი სექტემბრის ბოლოს ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან არსებულმა ინგლისური ენის ცენტრმა ქუთაისის საჯარო სკოლებიდან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად წარმოგზავნილ 96 მოსწავლეს უმასპინძლა. ზემოხსენებული პროექტი 16-17 წლის ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ბრიტანულ კულტურას და თვითონაც ამცნონ ინგლისელ თანატოლებს საკუთარი ქვეყნის ადათ-წესები სხვადასხვა საინტერესო აქტივობათა დახმარებით. პროგრამა მოიცავს როგორც ერთობლივ სწავლებას, ისე ექსკურსიებს. წერითი და ზეპირი ტესტირების შედეგად, გენდერული ბალანსის სრული დაცვით (8 ბიჭი და 8 გოგონა), სულ 16 კანდიდატი შეირჩა. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი ქართველი ახალგაზრდობის ღირსეული ელჩები იქნებიან დიდ ბრიტანეთში. ქნიასთან არსებული ინგლისური ენის ცენტრი დაკვირვებას აწარმოებს შერჩეულ კანდიდატებზე მთელი წლის მანძილზე. ცენტრი დაეხმარება მათ ინგლისური ენის უნარ-ჩვევების გაღრმავებასა და ცოდნის ამაღლებაში და სათანადოდ მოამზადებს გამარჯვებულ ახალგაზრდებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ვიზიტისათვის. ნოემბერი 
 
  | 
    
	 2009 March The British Ambassador to Georgia, Denis Keefe, visited Newport. He was received by the Mayor of Newport, Newport civic leaders, representatives of the University of Wales Newport, Paul Flynn, MP for Newport West and the members of the Newport Kutaisi Twinning Association led by Catherine Philpott. Speaking about Georgia, Mr. Keefe acknowledged that its most valuable assets were its landscape, its climate and, above all, its people. April Active members of the KNIA
	─ 
	Nana Dzidziguri, MD, Head of the Therapy Department of Kutaisi Church 
	Hospital and Eka Archvadze PhD,Assistant Professor of the English Language  
	Departament of Akaki Tsereteli State University were invited to the 
	conference  
	"PRACTICAL 
	CARDIOLOGY 2009" organised in Oxford by  Dr. John Davies. At 
	the end of the conference Nana and Eka were taken to Newport.  Dr. Nana 
	Dzidziguri’s visit to the Royal Gwent Hospital and Heart Clinic in Newport 
	was  interesting and fruitful, and no less successful was Eka’s visit to 
	UWN.  The Newport doctors and  members of the NKTA organized a full 
	social programme for them. May Five doctors from Kutaisi - 
	cardiologist Zaza Lominadze, oculist Mamuka Jikia, surgeon Mirian Cheishvili 
	(L&G Clinic), gynaecologist Mamuka Mikadze and anesthesiologist Zurab 
	Abuladze (Beau Monde) visited Newport. They were invited to the Gwent Royal  
	Hospital  to attend a medical symposium at the postgraduate Medical Centre 
	in Newport  organized by Dr. John Davies. The symposium gave them the 
	opportunity to learn about methods and postgraduate  activities implemented 
	at the hospital. The visit successfully established a cross-speciality of 
	clinicians ready to share electronic dialogue and organize a programme of 
	exchanges for the doctors.  Kutaisi doctors  will now be able to go on study 
	tours of Newport clinics and study management procedures in Wales and 
	Newport doctors will be encouraged to visit Kutaisi. June On the recommendation of our 
	Newport friends, members of the Welsh football supporters club `GOL`(Welsh 
	for `goal`) visited Kutaisi at the beginning of June. The group consisted of 
	26 people from different walks of life ─ businessmen, media executives, 
	university academics etc. Their visit to Georgia also had a charitable 
	purpose.  It was supported by the Imereti Regional Administration and 
	 Kutaisi Civic Centre, and hosted by the KNIA. The guests generously 
	presented six cars to Kutaisi Civic Centre, sport equipment to the Football 
	Sport School Martve 91 and a collection of quality children’s books to the 
	English Language Centre (the books had been gathered by NKTA member Sylvia 
	Mason). The visitors came with a special mission to School No. 44 where 70 
	socially unprotected children study. The students of the school were 
	presented with Georgian books bought for them by the NKTA and sport 
	equipment. A special library for the new books was set up at the school. The 
	guests also visited the regional Administration, the Mayor’s office, the 
	KNIA’s office, Akaki Tsereteli State University, Public schools No. 1 and 
	No. 3 and the Olympic Committee of the Imereti Region. In addition, the 
	Welsh football club members and Kutaisi football fans enjoyed a football 
	match in the Central Stadium. July 
	 August ● Kutaisi 
	was visited by the Chief Executive of the Newport YMCA, Peter Landers 
	and his two young assistants, Richard Davies and Michael Beirne. The main 
	aim of this visit to Kutaisi was to launch youth exchange programme  that 
	will help young people of Kutaisi and Newport to develop their cultural 
	awareness of the two countries. The  delegation members became  acquainted 
	with our young people’s potential. They had  meetings at ATSU, schools No.1 
	and No.3, met ELC students in the office of the Kutaisi Newport 
	International Association, visited Football and Rugby Sport Schools and 
	Theological Academy. The guests were also hosted by Tsitsino Todua’s  Piano 
	Class whose members performed an unforgettable concert of classical music. 
	Mr. Landers and his assistants were warmly received by the  Mayor of Kutaisi 
	Nugzar Shamugia and Council Leader, Amiran Khvadagiani. Peter Landers was 
	very happy to meet the members of Kutaisi YMCA and their Leader David 
	Iosebashvili. Special thanks should go to the L&J Clinic in the hotel of 
	which our guests lived while staying in Kutaisi. Apart from the business 
	part of the visit our guests were offered an interesting socialising 
	programme. October At the end of September the KNIA and the ELC hosted pupils from public schools of Kutaisi wishing to participate in the youth exchange programme funded by the EU. The project called "Youth in the Action Programme" will give the chance for Georgian young people aged 16-17 to experience British culture, and for their British peers to experience Georgian culture through different interesting activities including joint training and tours. As a result of the test and the interview 16 candidates for the project – eight boys and eight girls (gender balance was observed) were chosen and approved by the KNIA board. We strongly believe that they will be good ambassadors of friendship for Georgian youth in Great Britain. The KNIA and the ELC will be in touch with them throughout the year and help them develop their skills and prepare properly for this responsible visit. 
	 
	 
	  | 
    ||
| 
	 2009 წელი განსაკუთრებით ფეხბედნიერი ბედნიერი იყო ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის რამდენიმე აქტიური წევრისათვის. ამ წელს ფილოლოგიის დოქტორის (PhD) აკადემიური ხარისხი მიენიჭათ: ნათია ზვიადაძეს, კობა ლომიძეს, ზინაიდა ჩაჩანიძეს, ნუნუ ჩარკვიანს, ნინო დემეტრაძეს, თეონა ხეცურიანს, სოფიკო ჭეიშვილს, ლელა ონიანს, სოფიკო ყიფიანსა და ეკა გოტიაშვილს.  | 
    
	 2009 was also noteworthy for the academic success of some of the KNIA’s active members. This year PhDs were awarded to Natia Zviadadze, Koba Lomidze, Zinaida Chachanidze, Nunu Charkviani, Nino Demetradze, Theona Khetsuriani, Sophiko Cheishvili, Lela Oniani, Sopiko Kipiani and Eka Gotiashvili.  | 
    ||