2008

აპრილი

● ნიუპორტიდან ქუთაისს ეწვია ანგლიკანური ეკლესიის, წმინდა ვულოსის ტაძრის წარმომადგენელთა დელეგაცია. მის შემადგენლობაში იყვნენ: წმინდა მამა მარკ სოდი (მოძღვარი), ქეთრინ ჰეიმენი (ტაძრის უფროსი) და ბრაიენ კოქსი (ტაძრის ადმინისტრატორი). გარდა იმისა, რომ დაათვალიერეს საქართველოს ბევრი უძველესი ადგილი, მათ აგრეთვე შეხვედრები ჰქონდათ ქართული ეკლესიის ხელმძღვანელებთან, რათა გაეღრმავებინათ ის მყარი ქრისტიანული ურთიერთობა, რაც ამ ორ ქალაქს შორის ოცი წლის წინ დაიწყო. წმინდა მამა მარკ სოდმა მონმაუთის ეპისკოპოსისაგან ქრისტიანული მისალმება გადასცა ქუთათელ–გაენათელ მიტროპოლიტს კალისტრატეს. დელეგაცია შეხვდა ქალაქ ქუთაისის მერს ბატონ ნუგზარ შამუგიას, რომელმაც მათ ტაძარს საქართველოს მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის ძვირფასი ხატი უსახსოვრა.



● ნიუპორტში გაემგზავრა აწსუ-ს რექტორი პროფესორი გიორგი ონიანი და ამავე უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ასოცირებული პროფესორი დავით გეგეჭკორი. ამ ვიზიტის დროს განახლდა ნიუპორტის უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პროფესურის გაცვლას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და ა.შ. მემორანდუმში ცალკე პუნქტადაა წარმოდგენილი ყოველწლიურად ერთი სტუდენტის (მაგისტრატურა) დაფინანსება, რომელიც 1991 წლიდან წარმატებით ხორციელდება ნიუპორტის უნივერსიტეტის მიერ. ქუთაისელ სტუმრებს უელსის უნივერსიტეტთან ერთად გულთბილი მასპინძლობა გაუწია ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციამ.

მაისი

ნიუპორტის უნივერსიტეტის სამი დოქტორი – შელი ეგლი, სამაგისტრო პროგრამების, ფილოსოფიისა და კრიტიკული ანალიზის საკვლევი ცენტრის დირექტორი, ქეროლაინ მექლეჰენი, ნიუპორტის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სკოლის დირექტორი და ლინ ფაულსტონი, რელიგიის სწავლების დირექტორი ეწვია ქუთაისს ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდის – ფილოსოფიური გამოკითხვის - დანერგვის მიზნით. მათ ამ მეთოდით სწავლება წარმატებულად განახორციელეს როგორც აწსუს ინგლისური ენის დეპარტამენტის მაგისტრებსა და მასწავლებლებთან, ისე ინგლისური ენის ცენტრის სტუდენტებთანაც. ოფიციალური შეხვედრებისა და ისტორიული ძეგლების მონახულების გარდა, ბრიტანელმა დოქტორებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქის მერიის მიერ მოწყობილ საერთო საქალაქო ზეიმში ,,ორმაისობა’’, რომელშიც მონაწილეობდა ქართული შოუბიზნესის ყველა ვარსკვლავი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ივნისი

ქუთაისს სტუმრობდა გუენტის სამეფო საავადმყოფოს ექიმთა დელეგაცია. მის შემადგენლობაში იყვნენ ჯონ დეივისი, კარდეოლოგი, სტეფან ჰანტერი გუენტის ჯანდაცვის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ფსიქიატრი და ბრაიენ სტეფენსონი, ქირურგი. ისინი გაეცვნენ და მაღალი შეფასება მისცეს L&J-სა და ბომონდის (Beau Monde) კლინიკებს როგორც აპარატურის, ისე ექიმთა პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. საეკლესიო საავადმყოფოში კმაყოფილი დარჩნენ ექიმთა დონით, მაგრამ არ მოიწონეს კლინიკის ტექნიკური აღჭურვილობა. ოფიციალური შეხვედრების, ისტორიული ძეგლების, მუზეუმებისა და საინტერესო ადგილების მონახულების გარდა, მათ ქუთაისელ ექიმებთან ჩაატარეს სიმპოზიუმი, რომელმაც ქართველ ექიმთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ ვიზიტს მოჰყვა ნიუპორტიდან ექიმთა ვრცელი ანგარიში როგორც ქუთაისისა და საქართველოს ჯანდაცვის სფეროს შეფასებებით, ისე სამომავლო გეგმებით.

ივლისი

● ასოციაციის აქტიური წევრი, აწსუ-ს ინგლისური ენის დეპარტამენტის მასწავლებელი ნათია სოფრომაძე გაზაფხულზე მიწვეული იყო ინგლისურის, როგორც უცხოური ენის, მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის (IATFL) 42-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე, რათა ინტერნეტით გაეშუქებინა კონფერენციის მსვლელობა. წელს იგი ჩივნინგისა და სოროსის ერთობლივი პროექტით სწავლას განაგრძობს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ვორიკის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი).



● ასოციაციის მეორე ყველაზე ახალგაზრდა წევრმა ინგლისური ენის ცენტრის კურსდამთავრებულმა, კემბრიჯის პირველი სერთიფიკატის პირველმა მფლობელმა დასავლეთ საქართველოში ლევან სოფრომაძემ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და რეიტინგით პირველი ადგილი დაიკავა მთელს საქართველოში. იგი ახლა სწავლას განაგრძობს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. მას ამ წარმატებისათვის მაგთიკომისაგან გადაეცა 1000 ლარი, ბალის სიმ-ბარათები ოქროს ნომრითა და საპატიო სიგელი.

 

აგვისტო

აგვისტოს თვეში საქართველოს სტუმრობდა ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის თავჯდომარე ქეთრინ ფილფოტი, რომელსაც მასპინძლობდა ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის აქტიური წევრების ილია და მეგი მანდარიების ოჯახი. მან მოინახულა ქნიას ასოციაციის ოფისი და შეხვდა ასოციაციის რამდენიმე წევრს.

სექტემბერი

● ნიუპორტში ხუთმა მეხანძრემ (გია რაზმაძემ, კახა მუმლაძემ, ბესო ნებიერიძემ, ზურაბ ცერცვაძემ და გიგა ბრეგაძემ) გაიარა პროფესიული ტრენინგები, პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები სახანძრო-სამაშველო პროფილით. მათ თარჯიმნობდა აწსუ-ს ინგლისური ენის დეპარტამენტის მასწავლებელი კობა ლომიძე. ქუთაისელმა მეხანძრეებმა, პროფესიულადაც და პიროვნულადაც, მასპინძლებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს, რისი დასტურიც ბრიტანელების მიერ გამოგზავნილი მადლობის ბარათებია. ნიუპორტელებმა მათ საჩუქრად გადასცეს უსაფრთხოების მოწყობილობა (მეხანძრეთა ფორმები, ჩაფხუტები და ჩექმები), სულ 30000 დოლარის ღირებულების.



● შედგა სასულიერო სფეროს წარმომადგენლის საპასუხო ვიზიტი. ქუთაისიდან ნიუპორტში გაემგზავრა გელათის სასულიერო აკადემიის ლექტორი, გაენათის ეპარქიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ისტორიკოსი ლევან ტყეშელაშვილი, რომელსაც თარჯიმნობდა კობა ლომიძე. მათ საშუალება მიეცათ ახლოს გასცნობოდნენ როგორც ანგლიკანური ტაძრებისა და ეკლესიების, ისე ბრიტანული ციხე-კოშკების ისტორიას. გარდა საინტერესო სანახაობებისა (ლონდონი, ბრისტოლი, კარდიფი, ბრეკონი, ჩეპსტოუ), მათ მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდათ მონმაუთის ეპისკოპოს დომინიკთან, უელსის პარლამენტში ვიცე სპიკერ ქალბატონ როზმარი ბატლერსა და ასკმაუსის როტარი კლუბის პრეზიდენტ ბატონ ლინ ოულმენთან.

● სექტემბრიდან ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციამ დაიწყო ცნობის ფურცელის “ კოლხთა ქვეყანა “ კომპიუტერული ვერსიის გამოშვება. მისი ავტორი და შემსრულებელია დოქტორი კობა ლომიძე, ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის აქტიური წევრი. გიწვევთ ჩვენი გაზეთის სიახლეების გასაცნობად ვებგვერდზე: www.knia.ge

ნოემბერი

● ქუთაისს მოკლე დროით ეწვია უელსის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი ქალბატონი როზმარი ბატლერი. იგი შეხვდა იმერეთის რეგიონის გუბერნატორს ბატონ მიხეილ ჩოგოვაძესა და ქალაქის მერს ბატონ ნუგზარ შამუგიას. მათ ისაუბრეს დაწყებული პროექტების გაგრძელების შესახებ, კერძოდ, მეხანძრეებზე, პოლიციელებზე, აგრეთვე, მომავალ ერთობლივ ბიზნესპროექტებზე და ა.შ. ქალბატონი როზმარი ეწვია აწსუ-სა და ჩაატარა ინტერაქციული ლექცია სტუდენტებით გადაჭედილ სააქტო დარბაზში. ვიზიტის საკმაოდ დატვირთული განრიგი ასევე მოიცავდა სტუმრობას YMCA-სა (ახალგაზრდების ქრისტიანული ასოციაცია) და LDA-ში (ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო). ქალბატონ როზმარი ბატლერს საშუალება მიეცა მოენახულებინა ქალაქის ახალი სავაჭრო ცენტრი ,,ქარვასლა” და მიმდებარე ქუჩების სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ვიზიტის ბოლო აკორდი იყო ქუთაის-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის ოფისი და ასოციაციის წევრებთან – ძველ მეგობრებთან შეხვედრა, რომელსაც ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.



● ნოემბერში დაგვიანებით, მაგრამ მაინც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მემორანდუმის საფუძველზე ნიუპორტის უნივერსიტეტში სასწავლებლად წარგზავნილი იქნა ინგლისური ენის დეპარტამენტის მასწავლებელი რუსუდან მურუსიძე.

● ქუთაისში მეთიუ ლიპმანის ფილოსოფიური გამოკითხვის მეთოდის წარმატებული დანერგვის შემდეგ ნიუპორტელმა სპეციალისტებმა გადაწყვიტეს ქართველ კოლეგებთან ერთობლივი პრეზენტაციის გაკეთება CARN-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც წელს 7-9 ნოემბერს ლივერპულში ჩატარდა. ქუთაისიდან აწსუ-ს რექტორის წარდგინებით ნიუპორტში გაიგზავნა ინგლისური ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა თოფურია, ხოლო ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციისა და ინგლისური ენის ცენტრის გამგეობათა ერთობლივი გადაწყვეტილებით შეირჩა ზინაიდა ჩაჩანიძე, რომლმაც დიდი მუშაობა გასწია (ექსპერიმენტული გაკვეთილები აწსუ-სა და ინგლისური ენის ცენტრში, მასალების შეგროვება, ინგლისელი კოლეგების მიერ დატოვებული მეთოდური ლიტერატურის შესწავლა და მათი გაცნობა სტუდენტებისათვის, მუშაობის პროცესში სტუდენტებზე დაკვირვება და ა.შ.). მასპინძლებმა, ნიუპორტ-ქუთაისის ასოციაციის წევრებმა, ქართველ სტუმრებს დიდი ბრიტანეთის ღირსშესანიშნაობანიც დაათვალიერებინეს.

● ქართველოლოგიის დღე ამჯერად 15 ნოემბერს გაიმართა ბრისტოლის უნივერსიტეტში, თბილისი-ბრისტოლის მეგობრობის ოცი წლისთავის აღსანიშნავად. ნიუპორტ-ქუთაისის ასოციაცია წარმოდგენილი იყო ცამეტი წევრით. დოქტორმა თამარ დრაგაძემ, როგორც ქართველოლოგიის დღის ორგანიზატორმა და სხდომის თავმჯდომარემ, კონფლიქტის დროს დაღუპულთ ერთწუთიანი დუმილით პატივი მიაგო. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ ბრისტოლის ლორდმერი ქრის დეივისი, ბრისტოლის საკრებულოს თავმჯდომარე, თბილისის ვიცე მერი. სესიაზე სიტყვით გამოვიდა ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის თავმჯდომარე ქეთრინ ფილფოტი. მან წარმოადგინა 2008 წლის ანგარიში ფოტოების ილუსტრირებით.

● ნოემბერსა და დეკემბრის თვეში ქუთაისს სტუმრობდა ცნობილი იურისტი, ქნიას საპატიო წევრი პროფესორი მინდია უგრეხელიძე. მან აწსუს სამართალმცოდნეობის სტუდენტთათვის წაიკითხა ლექცია ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, ეწვია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, სადაც შედგა უაღრესად საინტერესო დიალოგი იურისპრუდენციის საკითხებზე. ბატონმა მინდია უგრეხელიძემ ასევე უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის ელჩს დენის კიფსა და მის მეუღლეს ქეით კიფს ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის ოფისსა და ინგლისური ენის ცენტრში, რომელიც მის მამაპაპურ სახლშია განთავსებული.

დეკემბერი

● 12 დეკემბერს ქუთაისს ეწვია დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება დენის კიფი და მისი მეუღლე ქალბატონი ქეით კიფი. საპატიო სტუმარი მიიღეს იმერეთის რეგიონის გუბერნატორმა ბატონმა მიხეილ ჩოგოვაძემ, ქალაქის მერმა ბატონმა ნუგზარ შამუგიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა ამირან ხვადაგიანმა. ბრიტანეთის ელჩმა ქუთაისის მერს ნიუპორტის მერის გამოგზავნილი ბარათი გადასცა. სერ დენის კიფი აგრეთვე ეწვია აწსუ-ს (სადაც ინტერაქტიული ლექცია ჩაატარა), ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციას, რომელსაც მან უნიკალური მეგობრობის ნიმუში უწოდა. ელჩმა აგრეთვე მოინახულა ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, სადაც ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს მეუფე კალისტრატეს შეხვდა. საღამოს კი ტელეკომპანია რიონის დღის ეთერში 40 წუთი ისაუბრა ქართულად.



● დეკემბრის ბოლოს ძმები ვიტალი და კოტე სიმსივეები – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ქნიას აქტიური წევრები სტუმრობდნენ ქუთაისს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვიტალიმ სწავლა განაგრძო ნიუპორტის უნივერსიტეტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, კოტე კი წარმატებით მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ეკონომისტად. ამჟამად ძმები ცხოვრობენ პრაღაში. აქ მათ აქვთ საკუთარი ფირმა, რომელიც ინტერნეტის მომსახურებას უზრუნველყოფს პროგრამებით. მათ უკვე მოიხვეჭეს სახელი როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში.

2008

April

● A delegation of church leaders from Newport’s St. Woolos Cathedral consisting of Fr. Mark Soady (Minor Canon), Catherine Hayman (Warden) and Brian Cox (Cathedral Administrator) visited Kutaisi. The purpose of their visit was to re-establish the close relationship between the Christian churches in Kutaisi and Newport that was first formed almost twenty years ago.  As well as following a busy social programme, including visits to Bagrati Cathedral, the Gelati Monastery complex and other religious centres, they held friendly discussions with the leaders of the city’s Georgian Orthodox Church during which Fr Mark Soady conveyed Christian greetings to Metropolitan Kalistrate from the Bishop of Monmouth.  The delegation also met the Mayor of Kutaisi, Mr. Nugzar Shamugia, who presented the visitors with a precious icon of St. George, the Patron Saint of Georgia.

● The Rector of Akaki Tsereteli State University (ATSU), Professor Giorgi Oniani, and the Head of the University’s Department of Foreign Relations, Associate Professor David Gegechkori, visited the University of Wales, Newport .  In addition to strengthening the ties of friendship and co-operation between Newport and Kutaisi Universities that date back to 1991, the purpose of the visit was to sign a new Memorandum of Understanding between the two Universities.  The Memorandum provides for one student from the ATSU to study at the UWN free from course fees each year and provides a similar opportunity for a Newport based student to study in Kutaisi’s University.  It also encourages lecturer exchange schemes and the planning of joint projects. The guests from Kutaisi were warmly welcomed by both the staff at the UWN and members of the NKTA.

May

Three senior members of the teaching staff at UWN, the Director of MA Programmes and the Research Centre for Philosophy and  Critical Enquiry, Dr Shirley Egley, the Director of UG Education and  Linked Named Awards in the School of Education, Caroline McLachlin and the Director of Religious Studies, Lynn Foulston arrived in Kutaisi to introduce one of the latest methods of the teaching of English entitled Philosophical Enquiry. The visitors presented a series of lectures both to the University’s MA students and staff and to the students at the English Language Centre.  The lectures proved so successful that it was decided to conduct further joint research into this new method of teaching the English language. The guests participated in many formal meetings but also had time to visit  local sights of interest and participate in the local holiday `Ormaisoba` in which many celebrities from Georgian show business took part.

June

Three doctors from the city’s Royal Gwent Hospital, Dr John Davies, Consultant Physician (Cardiology), Dr Brian Stephenson, Consultant General Surgeon with a special interest in GI and hernia repairs and Dr Stephen Hunter, Medical Director of the Gwent Healthcare Trust and Consultant Psychiatrist arrived in Kutaisi. The doctors visited the L&J and Beau Monde clinics and after a thorough inspection they praised the professional expertise and medical equipment to be found in both medical centres.  They also inspected the Church Hospital and while commenting on its dedicated and highly qualified medical staff they noted with regret that the hospital’s building and medical equipment was seriously outdated.  The doctors also conducted an interactive presentation session which aroused a great deal of interest amongst their Georgian colleagues. During their short stay in Kutaisi, the visitors took part in formal meetings with the city’s administrators, visited local places of interest and enjoyed a busy social programme with members of the KNIA. On their return to Newport they gave the NKTA an account of their visit including a summary of the condition of medical provision in Kutaisi and their plans for further cooperation with their Georgian colleagues.

 

July

● One of the KNIA’s most active members, Natia Sopromadze, a teacher in ATSU’s English Language Department, was invited to cover online the 42nd Annual International Conference of  IATFL ( The International Association of Teachers of English as a Foreign  Language). She has since won a highly competitive scholarship funded jointly by the Chevening Programme and the Soros Foundation.  As a result, Natia is currently undertaking a Masters degree course at Warwick University (the UK).

● There was also exciting academic success for the youngest member of the KNIA, Levan Sopromadze.   Levan has a sound knowledge of the English language and he was the first student from Western Georgia to pass the Cambridge First Certificate Examination in English. As he headed the list of the  best applicants for the National Examinations in Georgia, Levan was admitted to Tbilisi Medical University. He was also awarded Bali visa cards to a value of 1000 lari, a Bali SIM card with golden numbers and a Diploma by MagtiCom.

August

Catherine Philpott, Chair of the NKTA, arrived in Kutaisi with a private visit. She was hosted by Ilia and Maggie Mandaria, active members of the KNIA.  During her stay Mrs Philpott visited the Kutaisi Newport International Association’s office and met several members.

September

● Five Kutaisi firefighters, Gia Razmadze, Kakha Mumladze, Beso Nebieridze, Zurab Tsertsvadze and Giga Bregadze, travelled to Newport to undertake a week’s training in firefighting as guests of the South Wales Fire Service.  Koba Lomidze, a lecturer in English at ATSU, attended as the firemen’s translator.  This initiative was organised by Rosemary Butler Assembly Member as the fire service in Wales is administered by the National Assembly for Wales.  The visiting firemen’s enthusiasm, proficiency and friendliness made such a deep impression on their Newport colleagues that it was noted in all the letters they brought back to Kutaisi.  Thanks to the generosity of the South Wales Fire Service, each fireman was given a full set of protective clothing and equipment worth approximately $30,000.

● A return visit of religious representatives took place when Levan Tkeshelashvili, a historian, lecturer and Head of Information at  Gelati Theological Academy left for Newport.  After acting as the firemen’s interpreter, Koba Lomidze stayed on in Newport to interpret for Levan.  Accompanied by their hosts, Mr and Mrs Brian Cox, Fr Mark Soady and Catherine Hayman, they became acquainted with numerous cathedrals and churches as well as castles and other places of interest and visited many towns and cities including London, Bristol, Cardiff, Chepstow and Brecon.  They had interesting meetings with the Bishop of Monmouth, the Deputy Presiding Officer of the National Assembly for Wales, Mrs Rosemary Butler AM and the President of the Rotary Club, Uskmouth Branch, Mr. Lynn Oelman.



● Since September  the Kutaisi-Newport International Association has been producing a newsletter The Land Of the Colchi online. Its initiator and main author is Koba Lomidze PhD, an active member of the Executive Committee of the Association. Members of the Association cordially invite you keep up to date with our Newsletter on www.knia.ge. 

November

● Mrs. Rosemary Butler AM made a short visit to Kutaisi.  This followed two days in Tbilisi where she was the main speaker at a conference on `Women in Politics` organized by the British Council for women parliamentarians from Georgia, Armenia and Azerbaijan.  Rosemary Butler is an Honorary Citizen of Kutaisi and an Honorary Member of the KNIA. The Regional Administrator, the Governor Mr. Mikheil Chogovadze and Mayor of Kutaisi, Mr. Nugzar Shamugia, were pleased to welcome our honorable guest. During the official reception, future plans for collaboration between Newport and Kutaisi were discussed including the exchange of firefighters, doctors and policemen as well as possible joint business projects.  Mrs. Butler visited  ATSU and gave an interactive lecture in the Green Hall, which was crowded by students. Her busy schedule also included meetings in the local branches of the Young Men’s Christian Association (YMCA) and the Local Democracy Agency (LDA). She had an opportunity to visit the newly built shopping mall “Karvasla” and saw some of the reconstruction work currently underway in the streets of Kutaisi.  Mrs. Butler met the firefighters at their headquarters and visited the office of the KNIA. The final and more relaxed part of her visit was  an evening party attended by members of the KNIA, many of them old friends of Rosemary’s, and a range of prominent local people.

● In November belatedly but still in time, Akaki Tsereteli State University sent a teacher from the English Language Department Rusudan Murusidze to Newport to study under the Memorandum of Understanding between the universities of Kutaisi and Newport.

● After successfully introducing an educational method entitled ` Philosophical Enquiry` to students during their stay in Kutaisi, Dr Shirley Egley, Caroline McLachlan and Lynn Foulston made a joint presentation on the subject to the annual CARN Conference held in Liverpool from 7-9 November.  As a result of a decision taken by the Rector of the ATSU, the Head of the English Language Department, Eka Topuria was chosen  to take part in the conference and following, a decision by the Boards of the KNIA and the English Language Centre, a second teacher of English, Zinaida Chachanidze was selected.  This was in recognition of the large amount of work undertaken by Zinaida in which she has developed the teaching methods in both ATSU and the English Language Centre, including  much experimental class work and extensive research.  Members of the  KNIA and the University staff organised a full social programme for  them



● The Georgian Studies Day, an annual event in Britain, took place on November 15th in the Wills Memorial Building of Bristol University as part of the Bristol–Tbilisi Association’s celebration of twenty years of twinning. Thirteen members of the NKA attended the event, the 21st of its kind.  Dr.Tamar Dragadze, the GSD Convener and Chair for the day, led a minute’s silence for victims of the recent conflict in Georgia.  The Lord Mayor of Bristol Cllr Chris Davies, together with the Leader of Bristol City Council and the Deputy Mayor of Tbilisi, welcomed the participants. During the conference, Catherine Philpott, Chair of the KNA, gave an illustrated account of the year 2008.

● In November and December, Kutaisi received a visit from Professor Mindia Ugrekhelidze, an internationally known Georgian lawyer. Back in his home city, the Professor gave a lecture on Human Rights Protection to law students at ATSU and visited the Young Lawyers Association where he had a very interesting dialogue on jurisprudence issues with its members.  While in Kutaisi, a meeting was organized between Professor Ugrekhelidze and Mr Dennis Keefe, the British Ambassador to Georgia, and Mrs. Kate Keefe.  The meeting took place in the house which is used both as the offices of the KNIA and the premises of the English Language Centre. The house originally belonged to Professor Ugrekhelidze before he donated it to its present occupants.

December



● The visit by the British Ambassador Mr. Keefe and Mrs. Keefe took place on December 12th.   The honorable guests were received by the Governor of the Imereti Region, Mr. Micheil Chogovadze, the Mayor of Kutaisi, Mr. Nugzar Shamugia and the Chairman of the City Council, Mr. Amiran Khvadagiani.  The Ambassador handed Mr. Nugzar Shamugia a letter of greetings from Councillor Noel Trigg, the Mayor of Newport.  As part of his visit, Mr. Keefe visited ATSU where he gave a most interesting lecture to students.  His itinerary also included a visit to the Kutaisi State History Museum and later he met and talked with representatives of the KNIA.  He was greatly impressed with the activities of the Association and stated that the links of friendship between the people of Kutaisi and Newport were, in his experience, unique.  The Ambassador also visited Bagrati Cathedral and Gelati Monastery where he met Metropolitan Kalistrate.  In the evening he spoke for 40 minutes, using the Georgian language in which he is fluent, on the local television channel  ‘Rioni’.



● The brothers Vitali and Kote Simsive, both graduates of the ATSU, visited Kutaisi. After graduating in Kutaisi, Vitali continued his studies in Newport where he specialised in Information Technology. Following his studies in Kutaisi, Kote had a successful career as an economist in various international organizations. Presently the brothers are living in Prague where they run their own firm which provides programmes for the Internet. They have already won excellent reputations for themselves in both in Europe and America.