2007

თებერვალი

ნიუპორტიდან ქუთაისში ჩამოვიდა ფოტოკორესპონდენტი ონიკ კრიკორიანი, რომ დაეფიქსირებინა იმ სოციალურ მუშაკთა ყოველდღიური ცხოვრება, რომლებიც მუშაობენ ისეთ ბავშვებთან, რომლებიც საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ ან იშვილეს ოჯახებმა. მისი ფოტოები გადმოეგზავნა ქუთაის-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციას.

მარტი

● ორივე ასოციაციამ ქუთაისსა და ნიუპორტში აამუშავა ვებგვერდი: http://www.knia.ge ქუთაისში და http://nkta.org ნიუპორტში, რასაც მოჰყვა ახალი კონტაქტები.

● საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალის მმართველი რეზო რობაქიძე, რომელიც 2004 წელს ნიუპორტში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, პროგრამის შესაბამისად გაეცნო გაერთიანებულ სამეფოში შემავალი ქვეყნების მონეტების განმასხვავებელი ნიშნებით გამოშვების მრავალწლიან ტრადიციას. მან დაბრუნებისთანავე იგი წარუდგინა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, რათა ქართული ბანკნოტებისა და მონეტების /თეთრი/ დიზაინში გათვალისწინებულიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხედები. შედეგად 2007 წელს საქართველოში გამოშვებული იქნა 200 ლარიანი ბანკნოტი აფხაზეთის ხედებით.

● ბ-ნმა რეზო რობაქიძემ უელსის ბანკებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე ქუთაისში დააფუძნა საბანკო სერვის-ცენტრები. შედეგად ქუთაისში დღეს 12 ახალი საბანკო სერვის-ცენტრი ფუნქციობს. წელს ქუთაისის ბანკებმა ურთიერთშორის თანამშრომლობის გაფართოების მიზნით დაიწყეს საკრედიტო ბიუროების ფუნქციების შესრულება.

აპრილი

ბატონი ჯეფ ეჯი, ნიუპორტის უნივერსიტეტის პრორექტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, თანანმდებობიდან გადადგა. ვუსურვებთ მას ყოველივე საუკეთესოს. იმავდროულად გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და დიდი მადლიერება ყველა იმ კეთილი საქმის გამო, რომელიც მან ქუთაისისათვის გააკეთა.

მაისი



●ნიუპორტელების სტუმრობა მაისში, ძველ და ახალ მეგობრებთან ემოციური შეხვედრების გარდა, უაღრესად საქმიანი ვიზიტების კვირა იყო. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აწსუ-ს საპატიო პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე დერექ ბატლერი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი კოლინ მეისონი, მისი მეუღლე დოქტორი სილვია მეისონი და ინგლისური ენის მასწავლებელი ლიზ ლაქი. ოფიციალური შეხვედრების, ისტორიული ძეგლებისა თუ სხვა საინტერესო ადგილების მონახულების გარდა, დერექ ბატლერმა და სილვია მეისონმა ლექციები წაიკითხეს აწსუ-ს ინგლისური ენის დეპარტამენტისა და ინგლისური ენის ცენტრის სტუდენტთათვის. დერექ ბატლერი აგრეთვე თავმჯდომარეობდა აწსუ-ში კონფერენციას – ,,ბრიტანული, ამერიკული და ქართული კულტურათაშორისო ნარკვევები’’. ნიუპორტელმა მეგობრებმა უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩამოუტანეს ქუთაისელებს. 2010 წლისათვის, როცა ნიუპორტი მსოფლიო რაიდერის თასის პრეტენდენტებს უმასპიძლებს, მის ცენტრში, მდინარე ასკის სანაპიროზე, სადაც უნივერსიტეტის ძირითადი კორპუსი, ახალი თეატრი და ა.შ. შენდება, ცენტრალურ ქუჩას ქუთაისის სახელს უწოდებენ.

● მაისში უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი იყო ქუთაისში ბრიტანეთის ელჩის დონალდ მაკლარენის ვიზიტი, რომელიც მისი თანამემამულეების სტუმრობას დაემთხვა.



● უელსის პარლამენტის ვიცე სპიკერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, როზმარ ბატლერი და მისი მეუღლე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე დერექ ბატლერი ქუთაისსა და ნიუპორტს შორის არსებული კავშირების დამყარებისა და გაღრმავებისათვის არჩეული იქნენ ქნიას საპატიო წევრებად.

სექტემბერი

●ბიბლიურ კვირა დღეს ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციამ წმინდა ვულუს ტაძარს საქართველოში დაწერილი ევანგელისტ წმინდა ლუკას ახალი ხატი გადასცა. საჩუქარი ამჟამად ნიუპორტში წმინდა ლუკას სამლოცველოს ამშვენებს.

● ჩვენმა ასოციაციამ ახალი სასწავლო წელი დადებითი იმპულსით დაიწყო. ასოციაციის ორმა აქტიურმა წევრმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორებმა ნინო უგლავამ და ნიკა ფარჯანაძემ ჩივნინგის სქოლაშიფი (Chevening Scholarship) მოიპოვეს. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ფონზე მათ აირჩიეს მეტად აქტუალური და პრიორიტეტული სამაგისტრო კურსი – განათლების მენეჯმენტი, რომელსაც ისინი ოქსფორდსა და ლონდონში დაეუფლებიან.



● დავით მეგრელიშვილმა, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე წარგზავნილი იყო ნიუპორტის უნივერსიტეტში, დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის კურსი.

ნოემბერი

შემუშავდა ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის თვრამეტწლიანი მუშაობის შედეგების ანგარიში. ადგილზე განხილვის შემდეგ იგი გადაეგზავნა ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციას. ნიუპორტში იგი შეაფასეს, როგორც ასოციაციათა მუშაობის უაღრესად ფასეული დოკუმენტი.

განსახილველად იქნა წარმოდგენილი 2008-2010 წლების ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის პერსპექტიული გეგმა. სათანადო ჩასწორებების შემდეგ იგი გადაეგზავნა ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციას, რომელთაც დიდი აღფრთოვანება გამოხატეს გაწეული დიდი სამუშაოს გამო. იგი ჩათვალეს უაღრესად ღირებულ და ბრწყინვალე სამოქმედო დოკუმენტად მომავალში.

დეკემბერი

ქართველოლოგიის დღე ამჯერად 4 დეკემბერს უესმინსტერის უნივერსიტეტში გაიმართა. ნიუპორტი ქუთაისის ასოციაცია წარმოდგენილი იყო ოთხი წევრით. შეხვედრაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში ბ-ნმა გელა ჩარკვიანმა. ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის თავმჯდომარე ქეთრინ ფილფოტმა პრეზენტაცია გააკეთა ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის საქმიანობაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე.

2007

February

In February, a photojournalist Onnik Krikorian travelled to Kutaisi to prepare a sympathetic photographic study of the daily life of social workers working with adopted and fostered children. His photos were sent to the KNIA.

March

● Both Associations in Kutaisi and Newport launched the websites: http:/www.knia.ge (in Kutaisi) and http:/www.nkta.org (in Newport).  New members and contacts have been made as a result.

● During his visit to Newport in 2004, the manager of the National Bank of Georgia Kutaisi Branch, Mr Rezo Robakidze, became acquatinted with the British practice of producing coins containing different symbols of the nations which constitute the UK. On his return to Georgia Mr Robakidze introduced the idea to Georgia. The National Bank of Georgia began work designing banknotes with portraits of famous Georgians and landmarks of different parts of the Georgian nation, including Abkhazia and South Ossetia. The project was successfully completed and  a new 200 GEL banknote with images of Abkhazia was issued.

● When in Wales Rezo Robakidze also studied the role of bank service centres which helped to set up 12 new bank service centres  in Kutaisi. Using the gained experience banks in Kutaisi began to fulfill functions of credit officers to expand the relations between each other.

April

Mr. Geoff Edge, Pro Vice-Chancellor of the University of Wales Newport and Honorary Professor of Akaki Tsereteli State University announced his retirement from the post of Pro Vice Chancellor. We wished him all the best and express our gratitude for all the support he has given us.

May

● A delegation of four members of the NKTA visited Kutaisi in May. They were Derek Butler, Honorary Professor at ATSU, Sylvia and Colin Mason and Liz Luck. The guests from Newport had a full and interesting programme - official meetings, combined with visits to historical places. The guests were introduced to the political, social and cultural life in Kutaisi. Moreover, Derek Butler and Sylvia Mason gave lectures to the Students of the English Language Department and the English Language Centre and attended a meeting of the English Speaking Club.   Derek Butler also chaired the Annual Students Conference entitled "British, American and Georgian Cultural Studies". The delegates were received by the Governor of the Imereti Region, the Mayor of Kutaisi, the Council Leader and a member of Georgian Parliament. The guests arrived with wonderful news for Kutaisi; Kutaisi Walk, in the centre of Newport on the bank of the River Usk, will be officially named in 2010 when the city hosts the Ryder Cup, one of the world’s largest and most important sporting tournaments.  It is thought that Newport Street in Kutaisi and Kutaisi Walk in Newport will become amongst their most interesting attractions in the two cities, symbolizing the unprecedented friendship and collaboration between the two cities.



● A visit by Her Majesty’s British Ambassador to Georgia, Donald MacLlaren, was timed to coincide with the visit of the delegation from Newport.  The Ambassador joined Derek Butler, Sylvia and Colin Mason and Liz Luck, members of English Studies Department and the Rector Giorgi Oniani for an informal discussion in the Rector’s Office.



● Deputy Presiding Officer, Nation Assembly for Wales, Honorary Citizen of Kutaisi Rosemary Butler, AM and Honorary Professor of Akaki Tsereteli State University Derek Butler MA ARCA were elected Honorary Members of the KNIA in recognition of the inestimable efforts they have undertaken to strengthen the links of friendship between the two cities – Kutaisi and Newport – over the past eighteen years.

September

● The Newport–Kutaisi Twinning Association presented St Woolos Cathedral with an icon of St Luke the Evangelist which members had commissioned during a visit to Georgia.  The  splendid icon, painted in Georgia, now hangs in the Cathedral’s St Luke’s Chapel.



● A new educational year started on a very positive note for the KNIA. Two active members of the Association, Assistant Professors of the KSU’s English Studies Department Nino Uglava and Nick Parjanadze won the Chevening Programme this year. After receiving grants they travelled to England to study for Master's Degrees in current Educational Management in Oxford and London Universities.

● David Megrelishvili gained his MBA at the University of Wales, Newport under the Memorandum of Understanding.

November

● The KNIA produced an account of the work of the two Associations over the previous eighteen years. It was then sent to the NKTA. The Newport Association appreciated it highly and agreed that it was an excellent account of previous activities.

●A  Prospective Working Plan (PWP) of KNIA proposals for 2008-2010 was also sent to NKTA. The members of NKTA noted the contents of the PWP  and agreed that they would form a valuable reference document for the future.

December

The Georgian Studies Day was held on 4th of December at the University of Westminster. Four members representing NKTA attended it. The meeting was addressed by the Georgian Ambassador Gela Charkviani, Catherine Philpott chair of the NKTA made a powerpoint presentation outlining NKTA's recent activities together with its aims and objectives.