|
|||
2005 აპრილი
● ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის თავმჯდომარე ქეთრინ ფილფოტი და ნიუპორტის
სოროპტიმისტთა ლიდერი სონია ფიშერი (ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის ხაზინადარი)
სოციალურ სფეროში კონკრეტული პროგრამების განხორციელების მიზნით ეწვივნენ
ქუთაისს. მათი ვიზიტი სოციალურად დაუცველი ბავშვების მდგომარეობის შესწავლას
ითვალისწინებდა როგორც ბავშვთა სახლებში, ისე სამთავრობო და არასამთავრობო
ორგანიზაციებში. ამ სამუშაოს ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების
სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი გაერთიანებული სამეფოს Every
Child-ის
კონსულტაციითა და დახმარებით. მაისი ნიუპორტის უნივერსიტეტის პრორექტორს ჯეოფ ეჯს მიენიჭა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება იმ დიდი დამსახურებისათვის, რაც მას მიუძღვის ნიუპორტისა და ქუთაისის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში. ივლისი ივლისში მაიქ სიგლენტონი კვლავ ეწვია ქუთაისს ვანის არქეოლოგიური გათხრების გასაცნობად. სექტემბერი ვიტალი სიმსივე, ქნია-ს აქტიური წევრი, რომელმაც წარჩინებით დაასრულა ქსუ-ის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალობა, მემორანდუმის საფუძველზე შეუდგა სწავლას ნიუპორტის უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. ნოემბერი
● ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის ქოლგის ქვეშ ქუთაისში გაიხსნა
ინგლისური ენის ცენტრი, რომელმაც მრავალ ქართველ ახალგაზრდას, ვისაც ინგლისური
ენის კარგად დაუფლება სურს, გაუღო კარი. იგი დღითიდღე იზრდება და ძლიერდება
ჩვენი ნიუპორტელი მეგობრების დახმარებით. |
2005 April ● Catherine Philpott, Chair of NKTA and Sonia Fisher,
Treasurer and a past President of Newport Soroptimists received an
invitation from the Kutaisi Newport International Association to visit
Kutaisi to acquaint themselves with a project concerning the re-integration
of children living in institutions back into family units. The work is being
carried out by the Georgian Ministry of Education in consultation with
EveryChild UK. May The Pro Vice-Chancellor of the University of Wales Newport, Geoff Edge, was awarded an Honorary Professorship at Kutaisi State University. Geoff Edge, whose University responsibilities include Regional Development, had the title conferred on him to mark his contribution to a number of innovative developments and the promotion of links between the two Universities. July Mike Singleton made another visit to Kutaisi to study excavation work in Vani (11.7 miles from Kutaisi), an archaeological site of the greatest international importance. Vani was the most important economic centre of the ancient Colchis civilization (700 to 100 BC). September Undergraduate Student of Akaki Tsereteli State University, Vitali Simsive left Kutaisi to study for an MSc in the IT management at the University of Wales under the Memorandum of Understanding. November ● The English Language Centre (ELC) was set up in
Kutaisi with the support of the Kutaisi-Newport International Association.
The Centre opened its doors to many students keen on learning English and
having contacts with the twinning. It is growing and going from strength to
strength with the help of our Newport friends. |
||
2006 თებერვალი
სტრასბურგში ევროპის საბჭოში გაიმართა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს ასოციაციის პოტენციურ პარტნიორთა შეკრება. მასში მონაწილეობდა 19 საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორი. შეკრების მიზანი იყო, განეხილათ ქუთაისში ახალი სააგენტოს გახსნის გეგმა და მისი მომავალი საქმიანობა. ამ შეკრებას ესწრებოდნენ პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში, აკაკი ბობოხიძე, ქუთაისის მერი გიგა ჩოგოვაძე და ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე პროფესორი მადონა მეგრელიშვილი, რომელიც მოხსენებით წარსდგა პარტნიორთა წინაშე. შეკრებაზე ერთხმად გადაწყდა ქართული სააგენტოს გახსნა ქუთაისში ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის ქოლგის ქვეშ. აპრილი ნიუპორტის უნივერსიტეტის პრორექტორს ჯეოფ ეჯს პროფესორ მადონა მეგრელიშვილისგან ნიუპორტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის საჩუქრად გადაეცა ქართულ-ინგლისური ლექსიკონი. მეორე ეგზემპლიარი კი ბრიტანეთის ბიბლიოთეკას მიეწოდა ასოციაციის მდივნის დოქტორ ვერა ბრაუნის საშუალებით. ივნისი სპეციალური ვიზიტით ნიუპორტში გაემგზავრა სოციალურ მუშაკთა ხუთკაციანი ჯგუფი საქართველოდან (აქედან სამი ქუთაისიდან). მათ მონაწილეობა მიიღეს სოციალური სფეროს მუშაკთა შვიდდღიანი პროგრამის ტრენინგში, რომელიც ნიუპორტის ქალაქის საბჭოს ტრენინგთა დეპარტამენტმა ჩაატარა. ვიზიტი ორგანიზებული იყო ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის თავმჯდომარის ქეთრინ ფილფოტისა და ამავე ასოციაციის ხაზინადარის სონია ფიშერის მიერ ბრიტანეთის დახმარების სააგენტოსთან (British Aid Agency) არსებული ყოველი ბავშვის (Every Child) დაფინანსებით. სექტემბერი
● 8 სექტემბერს ქუთაისში ოფიციალურად გაიხსნა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო, რისთვისაც ამჯერად ქუთაისს ეწვია ევროპელ პარტნიორთა
დელეგაცია. სულ წარმოდგენილი იყო თორმეტი დელეგატი ევროპის შვიდი ქვეყნიდან (დიდი
ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, დანია, ბელგია, მონტენეგრო). ეს
სააგენტო ყოფილ საბჭოურ სივრცეში, კერძოდ კი კავკასიაში, პირველად დაფუძნდა
საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების ხელშეწყობით. ოქტომბერი სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის მოსამართლე, აშშ-ის სამი ქალაქის - ოსტინის, ჰიუსტონის, პასადელასა და მისი მშობლიური ქალაქის, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, სამართლის დოქტორი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე არჩეულ იქნა ქნიას საპატიო წევრად ქუთაისსა და ნიუპორტს შორის არსებული კავშირების უდიდესი მხარდაჭერისათვის. |
2006 February A meeting of potential partners of the new Local
Democracy Agency was held in the Council of Europe in Strasbourg.
Representatives of the cities of Nantes, Strasbourg and Newport, together
with Governor of the Imereti Region, the Mayor of Kutaisi and Chair of the
KNIA Professor Madonna Megrelishvili as well as other international and
national partners gathered to discuss an action plan for future activities
of the Agency. The twinning contributed to the decision by ALDA to open an
LDA office in Kutaisi. April A Georgian- English Dictionary was presented to Geoff Edge, the Pro Vice Chancellor of UWN for the University library by Professor Madonna Megrelishvili, chair of the KNIA. Another copy was presented to the British Library by the NKTA secretary Dr Vera Brown. June A visit was paid to Newport by a delegation of five social workers from Georgia. They took part in a seven day programme organized by Newport City Council’s Social Training Department. The aim was to learn about good practice and relevant UK legislation for the protection of children. The visit was organized by the chair of the Newport-Kutaisi Twinning Association, Catherine Philpott and Treasurer Sonia Fisher under the auspices of EveryChild, a British Aid Agency working in Eastern Europe with a base in Georgia. September ● The first Local Democracy Agency, Georgia was officially opened on 8th September in the Caucasus, in Kutaisi. On this occasion the city of Kutaisi was visited by the delegation of European partners. 12 representatives from the countries of the UK, France, Italy, Switzerland, Denmark, Belgium and Montenegro gathered to open it.
Local partners: • Kutaisi (host city of the LDA) ● The KNIA’s journal `LAND OF THE COLCHI`, No 9 in
Georgian and English Languages covered all the activities of the foundation
of Local Democracy Agency in Kutaisi. October A judge at the European Court of Human Rights in
Strasbourg, France, Honorary citizen of the three cities Austin, Houston,
Pasadena, the USA and his home City – Kutaisi, Doctor of law, Professor
Mindia Ugrekhelidze, a fervent supporter of the links between Kutaisi and
Newport was elected an Honorary Member of the KNIA |
||