|
|||
2001 თებერვალი ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი მარიამ მელქაძე კომპიუტერული გრაფიკის სპეციალობით გაგზავნილ იქნა სტაჟირებაზე ნიუპორტის უნივერსიტეტში. მარტი TEMPUS-TACIS-ის კომპაქტ-პროექტის შემაჯამებელი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერისტეტში. ეს იყო პირველი საერთაშორისო პროგრამა, რომლის აქტიური მონაწილე იგი გახდა. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიიღო პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის დელეგაციების ურთიერთგაცვლამ. ორი წლის მანძილზე ნიუპორტის უნივერსიტეტიდან ქუთაისის უნივერსიტეტს ექვსჯერ ეწვია დელეგაცია, ხოლო ეინდჰოვენის უნივერსიტეტიდან ხუთჯერ. თავის მხრივ, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სამჯერ იყო ნიუპორტის უნივერსიტეტში, რათა მიეღოთ სათანადო გამოცდილება და კონსულტაციები საჭირო საკითხებზე. საერთო მუშაობას კოორდინაციას უწევდა ნიუპორტის უნივერსიტეტის დირექტორის მოადგილე ბატონი ჯეოფ ეჯი. მაისი
● მაისში ქუთაისს სტუმრობდა დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
დებორა ბარნს ჯოუნსი. სექტემბერი
● ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციამ უმასპინძლა განათლების დელეგაციას
ნიუპორტიდან. ნოემბერი ლონდონში ქართველოლოგიის დღეს სიტყვით გამოვიდა ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის თავმჯდომარე ბერნარდ ტაისონი, რომელმაც ამ ასოციაციის წარმატებებზე ისაუბრა. შედეგად შესაძლებელი გახდა კონტაქტი იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოსთანაა დაკავშირებული. დეკემბერი პროფესორი ქენეთ ოუვერშოტი, ჩვენი დიდი მეგობარი და ასოციაციებს შორის მეგობრობის დიდი მხარდამჭერი, გადადგა ნიუპორტის უნივერიტეტის რექტორის პოსტიდან. |
2001 February One of the active members of the Kutaisi Newport International Association Maka Melkadze travelled to Newport to study Computer Aided Design at University of Wales, Newport. March The TEMPUS-TACIS Compact Project (NCP 20057-98) International Dissemination Conference was held in Kutaisi State University. It was the first International Project in which the Kutaisi State University had participated. During the Project, numerous exchanges took place between the Universities involved. The University of Wales, Newport paid six visits and Fortys University Eindhoven - five. Representatives of Kutaisi State University visited the University of Wales, Newport three times to acquire necessary experience and hold consultations on various topics. General coordination of the work was carried out by Geoff Edge, Pro Vice-Chancellor of University of Wales, Newport. May ● The British Ambassador to Georgia Mrs Deborah-Barnes
Jones visited Kutaisi. September ● The Kutaisi Newport International Association hosted
a Newport education delegation. November NKTA Chair Bernard Tyson spoke at the annual Georgian Studies Day on the work of the NKTA over the previous years. These occasions provide a good opportunity to make contact with other organizations associated with Georgian affairs. December Professor Kenneth Overshott, a longstanding friend and supporter of the links between Kutaisi and Newport retired from his position as Principal of the University of Wales,Newport. |
||
2002 აპრილი
ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციისა და ქსუ-ს ინგლისური ენის კათედრის თაოსნობით აპრილში ჩატარდა
კონფერენცია – „ბრიტანული, ამერიკული და ქართული კულტურათაშორისო ნარკვევები“.
10 საუკეთესო ნაშრომი გაიგზავნა ნიუპორტში. III კურსის გამარჯვებული სტუდენტის
– ნათია სოფრომაძის ნაშრომი The Enigma of Cleopatra მოწონებულ იქნა და
დაიბეჭდა ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის ჟურნალში Ariel. ნათია სოფრომაძეს
ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციისგან გადაეცა გამარჯვებულის სერთიფიკატი და წიგნი. აპრილი-ივნისი ქუთაისის აკაკი წერეთლის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე ნესტან შაშიაშვილი გაიგზავნა ნიუპორტში კალდიკოტის საშუალო სკოლაში სასწავლებლად. ნესტანს უმასპინძლა როდ მაკლეოდის ოჯახმა. ივნისი
● 7-14 ივნისს ნიუპორტში მიიწვიეს ქუთაისის დელეგაცია ქალაქის მერისა და
ასოციაციის თავმჯდომარის პროფესორ მადონა მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით, რათა
მონაწილეობა მიეღოთ მისი უდიდებულესობის დედოფლის ელიზაბედ II ოქროს იუბილესა
და ნიუპორტისათვის სამეფო ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ
ზეიმში. ივლისი ქ-ნ სიუ ტურნბულს რამდენიმე კვირით ესტუმრა ოლიკო მურღულია. იგი ამ ოჯახში ნიუპორტის ბასალეგის სკოლაში სწავლის დროს ცხოვრობდა და მათი ახლო მეგობარია. სექტემბერი ასოციაციის რეკომენდაციით მაკა მელქაძე გაიგზავნა ნიუპორტის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მულტიმედია და კომპიუტერული გრაფიკის კურსის დასაუფლებლად. ნოემბერი ნოემბერში ბრისტოლში ჩატარდა ყოველწლიური ქართველოლოგიის დღეები. მასში მონაწილეობის მისაღებად ნიუპორტი ქუთაისის ასოციაციის წევრები ჩავიდნენ ბრისტოლში. |
2002 April With the help of the Kutaisi Newport International
Association and the English Studies Department at Kutaisi State University
an annual Conference entitled `British, American and Georgian Cultural Studies` was
held in April. The ten best papers were sent to Newport. One of them, `The
Enigma of Cleopatra` by a third-year student Natia Sopromadze was published
in the NKIA journal ARIEL No 5. Natia was awarded a certificate and a book
by the NKTA. April-June A student of Akaki Tsereteli High School Nestan
Shashiashvili was sent to Newport to study at Caldicot Comprehensive School.
She was hosted by Rod Mcleod and his family. June ● On June 7-14 a Kutaisi Delegation headed by the Mayor
of Kutaisi and the Chair of the the NKTA Madonna Megrelishvili visited
Newport to take part in the national celebration of the Golden Jubilee of
Her Majesty Queen Elizabeth II and the granting of city status to Newport,
one of three British cities to be awarded city status as part of the Jubilee celebrations. July Oliko Murgulia visited Newport to stay with Mrs. Sue
Turnbull for several weeks. Oliko attended Bassaleg High School many
years ago and is a close friend of the Turnbull Family. September Maka Melkadze went to Newport, She was enrolled on an
MA course in Computer Aided Design at the University of Wales, Newport. November The Georgian Studies Day, held in Bristol, was attended by members of the NKTA |
||