2000

აპრილი

● 2000 წელს დიდი ზეიმით აღინიშნა ქუთაისისა და ნიუპორტის დამეგობრების 10 წლისთავი. 20-30 აპრილს ქუთაისმა უმასპინძლა ნიუპორტელთა თორმეტწევრიან დელეგაციას ნიუპორტის მერის ფრედ სვიტინგის ხელმძღვანელობით. საფუძველი ჩაეყარა ახალ მეგობრულ კავშირებს, დაისახა სამომავლო გეგმები.



● მეგობრობის ათი წლისთავის აღსანიშნავად ქუთაისის ცენტრში გაიხსნა ნიუპორტის ქუჩა. საზეიმო ღონისძიებაში 20000-ზე მეტი ქუთაისელი მონაწილეობდა სასულე ორკესტრის თანხლებით.

● ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართული ათასწლეულის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ოპერის ცნობილი ქართველი მომღერლები, პიანისტები, მევიოლინეები და მეფლეიტეები, გამორჩეული ღონისძიება იყო.



● ზეიმის კულმინაცია იყო ოპერის თეატრში ინგლისურ ენაზე შექსპირის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დიდი შემოქმედის პიესების მიხედვით შექმნილი ინგლისურენოვანი სპექტაკლი, რომელიც წარმოადგინეს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის სპეციალობის სტუდენტებმა.

● ასოციაციის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა ბუკლეტი და მოკლე პროსპექტი, რომლებმაც გააშუქეს ათი წლის მანძილზე ასოციაციების მუშაობის შედეგები.



● მეგობრობის 10 წლისთავის იუბილეს მიეძღვნა 14 გვერდიანი საქალაქო გაზეთის „ახალი ქუთაისი“ მთელი ნომერი, რომელიც ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ იქნა გამოშვებული.

● ქუთაისის საპატიო მოქალაქეებად არჩეულ იქნენ ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის ადგილობრივი მმართველობის პრეზიდენტი, ნიუპორტის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე სერ ჰარი ჯოუნსი და ნიუპორტის საქალაქო საბჭოს ეკონომიკური დაგეგმარების დირექტორი ბრაიენ ედქოქი.

● ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორებად არჩეული იქნენ ნიუპორტის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ქენ ოუვერშოტი და ქეროლაინ მაქლეჰენი.

მაისი

დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ტომას ჯენკინსი ესტუმრა ქუთაისს

მაისი-ივნისი

ქუთაის-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის ორი ახალგაზრდა წევრი ეგნატე სანდუხაძე და დავით მინდიაშვილი სასწავლებლად გაიგზავნა ნიუპორტში, ჩარლზ სტრითის საგანმანათლებლო ცენტრში.

ივნისი

● ნიუპორტის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფ ეჯი ორ კოლეგასთან ერთად ეწვია ქუთაისის უნივერსიტეტს პროექტზე სამუშაოდ.

● იმერეთის დელეგაცია პრეზიდენტის რწმუნებულის იმერეთის მხარეში თეიმურაზ შაშიაშვილის მეთაურობით დაესწრო ქართველოლოგიის დღეებს ლონდონში.
 

ივლისი

რვაწევრიანი დელეგაცია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რექტორის ხელმძღვანელობით ეწვია ნიუპორტის უნივერსიტეტს სასარგებლო კონსულტაციების მისაღებად.

ოქტომბერი

ორივე ასოციაციამ დაიწყო ჟურნალების - ,,არიელისა“ (ნიუპორტი) და „კოლხთა ქვეყანა“ (ქუთაისი) გამოშვება.
 

ნოემბერი

TEMPUS TACIS-ის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრისათვის დახმარებას, წარმატებით დასრულდა. შედეგად ინგლისური ენის კათედრაზე დანერგილ იქნა მოდულებით სწავლების სისტემა და დაარსდა კურსდამთავრებულთა საქველმოქმედო ასოციაცია. ახლად დაფუძნებულმა ასოციაციამ ინგლისური ენის კათედრას უახლესი დიზაინის საოფისე ავეჯი და აპარატურა შეუძინა. სწავლის ქირისაგან გაათავისუფლა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალობის ოთხი წარჩინებული სტუდენტი.

2000

April

The Association celebrated the 10th Anniversary of the Twinning. Twelve Newport guests headed by the Mayor of Newport, Cllr Fred Sweeting took part in the celebration in Kutaisi. The ten days between the 20th – 30th of April were full of interesting events making new friends and learning about Georgia. There was an exchange of useful information and an interesting social programme.

       

● One of the central streets in Kutaisi was named after Newport  to commemorate the 10th   Anniversary of the Twinning. More than 20000 Kutaisians took part in the celebrations accompanied by music played by a brass band.



● The Millennium Meeting held at Kutaisi Drama Theatre was an outstanding event and many. famous Georgian opera singers, pianists,  violinists  and flutists participated in it.

● The climax was the performance of Shakespeare’s plays at the Opera House by the students of the English Studies Department of Kutaisi State University.  The occasion marked the  anniversary of William Shakespeare’s birth.



●  A special brochure and a newspaper about the Twinning Associations were  issued in Georgian and English.

● The local City Council newspaper `Chemi Kutaisi` (My Kutaisi) dedicated its whole issue to the tenth anniversary of the twinning. It was issued by the KNIA.

● The Leader of the Newport City Council and Chair of the Local Government Association of England, Scotland and Wales, Cllr Sir Harry Jones, and Newport Council's Director of Economic Development, Brian Adcock, were granted Honorary Citizenships of Kutaisi.

● Professor Kenneth Overshot, Principal of the UWN,  and Mrs. Caroline MacLachen were elected Honorary Professors of Kutaisi State University.

May

Richard Thomas Jenkins visited Kutaisi.

May-June

Two members of the Kutaisi Newport International Association, Egnate Sandukhadze and David Mindiashvili, were sent to Newport to study at Charles Street Community Education Centre.

June

● Pro Vice-Chancellor of the University of Wales, Newport Mr. Geoff Edge with two colleagues visited Kutaisi to investigate possibilities for forming ever closer ties between the two Universities.

● The delegation headed by the Governor of the Imereti Region  Mr. Teimuraz Shashiasvili attended the Annual Georgian Studies Day held in London. 

July

An eight-member delegation from Kutaisi State University headed by the Rector visited University of Wales, Newport for further consultation.

October

Both Associations started to issue their own magazines: Ariel (Newport) and The Land of the Colchi  (Kutaisi).

November

The TEMPUS-TACIS  project was successfully completed at the English Studies Department of Kutaisi State University.  As a result the "module system" of teaching was introduced and the English language Alumni Association was established.  Thanks to the Association the ESD office was fitted with modern facilities and the department could pay the tuition fees of the four best IT and English language students.