| 
        | 
    
     დიდი ბრიტანეთის ელჩის 
	ვიზიტი ქუთაისში 
	 
	  
	 
	12-13 დეკემბერს ქუთაისს სტუმრობდა, მისი აღმატებულება
	დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სერ დენის კიფი 
	მეუღლესთან ქეით კიფთან ერთად. ბრიტანელთა შეხვედრამ ქუთაისლებთან კიდევ ერთხელ 
	გაუსვა ხაზი ნიუპორტისა და ქუთაისის მრავალწლიანი მეგობრობის მნიშვნელობას. 
	 
	საპატიო სტუმრები მიიღეს იმერეთის
	მხარის გუბერნატორმა ბატონმა მიხეილ 
	ჩოგოვაძემ, ქალაქის მერმა ბატონმა ნუგზარ შამუგიამ და საკრებულოს თავჯდომარემ 
	ბატონმა ამირან ხვადაგიანმა. მიღებამ საინტერესოდ ჩაიარა, იყო საჩუქრების 
	გაცვლა და გულითადი საუბარი. ბრიტანეთის ელჩმა ქუთაისის მერს ნიუპორტის მერის 
	გამოგზავნილი საახალწლო ბარათი გადასცა. 
	 
	საინტერესო და ნაყოფიერი იყო შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 
	უნივერსიტეტის რექტორთან საუბრის შემდეგ შეხვედრამ სტუდენტებით გადაჭედილ 
	მწვანე დარბაზში გადაინაცვლა. სტუდენტებთან ინტერაქტიულ ლექციაზე ელჩი 
	სხვადასხვა საინტერესო საკითხს შეეხო, მათ შორის, ისაუბრა ყველაზე ცნობილი 
	პროგრამის ,,ჩივნინგის” შესახებ, რომელიც FCO-ს მიერ ფინანსდება, ხოლო მას 
	ადმინისტრირებას ბრიტანეთის საბჭო უწევს. აი რა თქვა ბრიტანეთის ელჩმა ამ 
	პროგრამის შესახებ: 
	ჩივნინგის სტიპენდიათა პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე 
	ღირებული და პრესტიჟული ბრიტანული პროგრამაა, რომელიც ფინანსდება უცხოური და 
	თანამეგობრობის სახელმწიფოების მიერ. მოხარული ვარ, რომ ეს პროგრამა 1994 
	წლიდან ეხმარება მომავალ ქართველ ლიდერებს, განათლება მიიღონ დიდ ბრიტანეთში. 
	მე და ჩემი საელჩო კვლავ გვიგულეთ ჩივნინგის პროგრამის მხარდამჭერად, რადგან 
	მიმაჩნია, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან 
	საქართველოს დემოკრატიული მომავლის აღმშენებლობაში. ვუსურვებ ქართველ 
	მეცნიერებს გამართლებასა და მომავალ წარმატებებს. 
	 
	
	  
	 
	აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის კათედრის წევრები ნიკა ფარჯანაძე და ნინო 
	უგლავა ამ პროგრამით გასულ წელს გაემგზავრნენ დიდ ბრიტანეთში. მათ უმაღლესი 
	შეფასებებით დაასრულეს მაგისტრატურის კურსი. წელს კი კათედრიდან ჩივნინგისა და 
	სოროსის ერთობლივი პროექტით
	ვორვიკის უნივერსიტეტში გაემგზავრა ნათია სოფრომაძე.  
	 
	ელჩმა უნივერსიტეტს საჩუქრად უახლესი ლიტერატურა გადასცა ბრიტანეთის შესახებ. 
	 
	საპატიო სტუმარი მეუღლესთან ქალბატონ ქეითთან ერთად ეწვია ქუთაისის
	სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს, რომლის უმდიდრესი ფონდებით ბრიტანეთის ელჩი, 
	როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კურსდამთავრებული, 
	აღფრთოვანებული დარჩა. 
	 
	ბატონი კიფი და ქალბატონი ქეითი ესტუმრნენ ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო 
	ასოციაციის ოფისს, სადაც სახლის პატრონს ასოციაციის საპატიო წევრს, ცნობილ 
	იურისტს, პროფესორ მინდია უგრეხელიძეს შეხვდნენ. ელჩმა გამოთქვა უდიდესი კმაყოფილება 
	ასოციაციის წარმატებული მუშაობის გამო და მის წევრებთან სამახსოვრო ფოტოები 
	გადაიღო. 
	 
	
	  
	
	 
	იმ დღის შეხვედრა დაგვირგვინდა ასოციაციის ინიციატივით გამართული წვეულებით, 
	რომელსაც ოფიციალურ პირებთან ერთად ასოციაციის როგორც ახალი, ისე ძველი წევრები 
	ესწრებოდნენ. საღამო თბილ და უაღრესად სასიამოვნო გარემოში წარიმართა. 
	ბრიტანელმა ელჩმა ქუთაისელ მეგობრებს დიდი მადლობა ქართული სიტყვებით გადაუხადა 
	გულთბილი მიღებისა და ლამაზი დღისათვის. დასასრულს, მან ქუთაისი-ნიუპორტის 
	საერთაშორისო ასოციაციას შემოქმედებითი წინსვლა და წარმატება უსურვა. ღამით კი 
	ტელეკომპანია რიონის ,,დღის ეთერში’’ 
	მისმა აღმატებულებამ მთელი 40 წუთი 
	ქართულად ისაუბრა. 
	 
	მეორე დღეს ბრიტანეთის ელჩმა ბაგრატის ტაძარი მოინახულა და გელათში 
	ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს მეუფე კალისტრატეს შეხვდა. ემოციებით დატვირთული 
	სტუმარი ბატონი დენის კიფი და მისი მეუღლე ქეით კიფი იმერეთიდან რაჭაში 
	გაემგზავრნენ.   
	ნანო ჭეიშვილი 
	ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის წევრი  | 
    
	Her Majesty’s Ambassador of the United 
	Kingdom of Great Britain and Northern Ireland to Georgia visits Kutaisi 
	 
	On December 12-13 the British Ambassador to Georgia Sir Denis Keefe. and his 
	spouse Mrs. Kate paid an official visit to Kutaisi. Their meeting with 
	Kutaisi Community once more emphasized the meaning of a long - term 
	friendship between Kutaisi and Newport. 
	 
	The honored guests were greeted by the Governor of the Imereti region – Mr. 
	Mikheil Chogovadze, the Mayor of Kutaisi. Mr Nugzar Shamugia and the head of 
	the City Council – Mr. Amiran Khvadagiani. During the interesting meeting 
	with the city administration there was a heart to heart talk and exchange of 
	presents. Mr. Ambassador gave the Mayor a special letter from his British 
	counterpart congratulation on Christmas and the New Year. 
	 
	
	  
	 
	There was also an interesting and businesslike meeting at Kutaisi State 
	University. After the talk with the Rector of the university the guests came 
	to the “Green Hall” which was full of students. Her Majester’s Ambassador 
	spoke about several problems students were interested in. One of them being 
	about Chevening Scholarship, which is funded by the FCO and is administered 
	by the British Council. This is what HM Ambassador Denis Keefe said about 
	it: “The Chevening Scholarships Scheme is one of the valuable and 
	prestigious British programmes funded by the Foreign and Commonwealth 
	Office. I am glad that Chevening Programme has been helping Georgian 
	emerging leaders receive education in the UK since 1994. My Embassy and I 
	remain supportive of the Chevening Scholarship scheme and I see this 
	programme as an important UK contribution to building Georgia’s democratic 
	future. I would like to wish Scholars from Georgia Success and good luck in 
	the future”. 
	 
	It is worth noting that two members of the University English Department, 
	Nino Uglava and Nick Parjanadze studied in Britain under this programme last 
	year and finished successfully. One more young teacher, Natia Sopromadze is 
	doing this programme this year at Warwick University. 
	
	Mr. Keefe presented 
	the students of the university with some new books about Great Britain.  
	 
	On the first day of their stay in Kutaisi Mr. Ambassador and his wife 
	visited the Kutaisi State History Museum. Mr. Keefe, a 
	post-graduate in classical philology at Oxford University was greatly 
	impressed with its exhibits. 
	 
	After the visit to the museum they were welcomed at the office of the 
	Kutaisi – Newport International Association where they became acquainted 
	with Professor Mindia Ugrekhelidze, a famous Georgian lawyer and the owner of the 
	mansion which houses the office and the English Language Centre. The guests 
	were very glad to learn about activities of the Association and took 
	memorable photos with its members. 
	 
	
	  
	
	 
	This eventful day ended up with a reception given by the Association. Old 
	and new members of the Association as well as official guests attended the 
	party. The Ambassador thanked everyone for the warm meeting in fluent 
	Georgian and wished further success to Kutaisi people. Later in the evening 
	Mr. Keefe talked on live for 40 minutes on the local TV channel “Rioni”.  
	 
	The next day after visiting Bagrati Cathedral they went to Gelati Monastery, 
	where he met Metropolitan Kalistrate. Then Mr. and Mrs. Keefe headed for 
	Racha. 
	 
  
	
	Nano 
	Cheishvili 
	KNIA member      | 
    
      | 
  
	
    | 
      | 
    
	ინგლისური ენის ცენტრის საახალწლო წვეულება 
	 
	 ინგლისური ენის ცენტრი ზრუნავს არა მარტო შემსწავლელთა ცოდნაზე, არამედ მათ 
	პიროვნულ მოტივაციასა და აქტივობაზეც. იგი მათთვის ქმნის გარემოს, რომელიც 
	ყოველდღიურად აახლოებთ იმ კულტურულ რეალიებს, რისი გათავისებაც აუცილებელია 
	თანამედროვე ცივილური ადამიანისათვის. ცენტრში გამართული საახალწლო წვეულებაც 
	ამ მიზნისკენ მიმავალი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ. 
	 
	უკვე ტრადიციად იქცა საახალწლო შეხვედრა ცენტრის სტუდენტებისათვის, თუმცა ალბათ 
	მხოლოდ აქ არსებული საყოველთაო განწყობა ქმნის იმის წინაპირობას, რომ ახალი 
	სტუდენტები სწორედ ისეთივე ენთუზიაზმით ემზადებიან ამ დღისათვის, როგორც უკვე 
	გამოცდილები. ამ მხრივ, არც წლევანდელი წვეულება იყო გამონაკლისი. ცენტრის 
	მსმენელების მიერ საზეიმოდ
	მორთულმა ინგლისური ენის ცენტრმა კიდევ ერთ 
	ლამაზ შეხვედრას უმასპინძლა. 
	 
	  
	 
	ღონისძიებას უძღვებოდნენ ცენტრის სტუდენტები გიორგი გვაზავა და სალომე 
	შვანგირაძე, რომელთაც ჩინებულად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას და 
	მხიარულ ვითარებაში წარმართეს საღამო, რომელიც დატვირთული იყო მრავალი 
	საახალწლო დეტალით: სიმღერებითა და ლექსებით, საშობაო კითხვარებითა და 
	ხუმრობებით, სკეჩებითა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციების 
	წარმოდგენით, ენობრივი თამაშობებითა და ნატვრის ხის სურვილებით, მილოცვებითა და 
	საჩუქრებით. რაც მთავარია, ყველა ეს აქტივობა სახალისო გარემოში ინგლისური ენის 
	კიდევ უკეთ დაუფლებას და ერთმანეთთან დაახლოებას უწყობდა ხელს. აღსანიშნავია, 
	ცენტრის პატარა მსმენელების მონაწილეობა, რომელთაც თავიანთი ბავშვური განწყობით 
	დიდი სიხარული შემატეს ზეიმს. ასევე საინტერესო იყო საახალწლო სიმღერის 
	პრეზენტაცია, რომელიც ლევან კუპრაშვილის ინიციატივით წარმატებით შედგა და 
	მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 
	 
	  
	 
	სტუდენტებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო სურვილები და დარიგებები გაანდო 
	ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა მადონა მეგრელიშვილმა. მასწავლებელთა სახელით 
	მსმენელებს მიესალმნენ ზინიკო ჩაჩანიძე და კობა ლომიძე. ბავშვებს დედობრივი სიყვარულით და სითბოთი 
	მიესალმა ქალბატონი ზეკო ხაჩიძე, რომელმაც მშობელთა სახელით წარმატებები უსურვა 
	მათ, რისი გარანტიც მისივე შეფასებით უკვე გახლავთ ინგლისური ენის ცენტრში 
	მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ნომინაცია ,,სტუმრის” რანგში საზოგადოების 
	წინაშე წარსდგნენ
	- ძმები ვიტალი და კოტე სიმსივეები, რომელთაც თავიანთი 
	გამოცდილება გაუზიარეს მომავალ თაობას. 
	უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვიტალიმ სწავლა განაგრძო უელსის 
	უნივერსიტეტში, ნიუპორტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრის აკადემიური 
	ხარისხის მოსაპოვებლად. კოტე კი წარმატებით მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო 
	ორგანიზაციებში როგორც ეკონომისტი. ამჟამად ძმები ცხოვრობენ პრაღაში, სადაც მათ 
	საკუთარი ფირმა აქვთ, რომელიც ინტერნეტის მომსახურებას უზრუნველყოფს 
	პროგრამებით. მათ უკვე მოიხვეჭეს სახელი, როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. 
	 
	  
	 
	საახალწლო წვეულება პრიზების ტრადიციული გათამაშებით დაგვირგვინდა. ასე, რომ 
	უსაჩუქროდ ცენტრის არც ერთი სტუდენტი არ დარჩენილა. ჩვენთვის კი ყველაზე დიდი 
	საჩუქარი ის სითბო, სიყვარული და ენთუზიაზმი გახლდათ, რითიც ჩვენმა მსმენელებმა 
	ეს მშვენიერი საახალწლო დღესასწაული მაომზადეს. ვისურვებდით, რომ ასეთი 
	დადებითი ემოცია გაგვყოლოდეს მთელი 2009 წლის მანძილზე მომავალ ასეთ 
	შეხვედრამდე, ვიდრე ახალი მუხტით კვლავ შევივსებით. 
	 
	ნათია ზვიადაძე 
	ქუთაისი-ნიუპორტის ასოციაციის 
	აღმასრულებელი კომიტეტის წევრი  | 
    
     
	New Year Party at the English Language 
	Centre 
	 
	The English Language Centre takes care not only of the students’ knowledge, but also of their 
	motivation and out of class activities, which are very important for 
	mastering the language. That’s why it creates the environment which brings 
	them closer to the cultural reality, the acquisition of which is necessary 
	for every civilized person. A New Year Party held at the ELC was one more 
	step leading to this purpose. 
	 
	The New Year Celebration has become a tradition at the ELC, and all learners 
	usually prepare for it with lively enthusiasm. This year’s celebration was 
	not an exception. The ELC, beautifully decorated by the students, hosted one 
	more wonderful event. 
	 
	
	  
	 
	The party was led by the ELC students Giorgi Gvazava and Salome Shvangiradze, 
	who did their best to entertain all participants in friendly and merry 
	atmosphere. There were : songs, poems, Christmas quizzes and jokes, drama 
	performances, stories about Christmas traditions in different countries and 
	regions of the world, language games, a wish tree and presents of course. 
	The main thing is that all these activities held in this New Year atmosphere 
	help students learn English better and get to know each other better. It’s 
	worthy of note that the youngest students of the ELC also took part in the 
	event and brought in their childlike liveliness and joy. Another exciting 
	moment of the party was a presentation of a New Year song which was 
	successfully performed on Levan Kuprashvili’s initiative and was a great 
	success among the listeners. 
	 
	  
	 
	The director of the ELC, Professor Madonna Megrelishvili warmly greeted the 
	students, wished them all the best and gave some good pieces of advice for 
	the coming year. On behalf of all the teachers the students were greeted 
	by Ziniko Chachanidze and Koba Lomidze. They were also wished a Happy New 
	Year by Mrs Zeko Khachidze who on behalf of all the parents wished them 
	success, the starting point of which as she said is the knowledge and skills acquired 
	at the ELC. 
	 
	  
	 
	The New Year Party was attended by two guests – brothers Vitali and and Kote 
	Simsive – graduates of Akaki Tsereteli State University. After graduation 
	Vitali continued his studies in the University of Wales, Newport, where he 
	was doing MA in Information Technology. As for Kote, he successfully worked 
	as an economist in different international organizations. Now the brothers 
	live in Prague, where they run their own firm which provides programmes for 
	the Internet. They have already won names for themselves both in Europe and 
	America. At the party they shared their experience with the ELC students.
	 
	 
	  
	 
	The party ended with the traditional New Year presents which were raffled. 
	Each student received a gift. As for us, the greatest gift was that warmth, 
	love and enthusiasm with which the students had prepared this wonderful New 
	Year Party. May these positive emotions continue during the whole year of 
	2009 till our next meeting of this kind, at which we will get a new charge 
	of cheerfulness and happy expectations. 
  
	
	Natia Zviadadze 
	Member of Kutaisi-Newport  
	International 
	Association  
	Executive Committee Member  | 
    
      |