Newport Doctors’
“Top Banana” Visit to Kutaisi
The
Kutaisi-Newport International Association keeps functioning with renewed
efforts and more devotion to the enterprise despite the fact that its
history records 18 years of existence. Our friends’ frequent visit from
Newport and accordingly, preliminary execution of new projects can serve as
a proof of association’s successful accomplishment. The Association promotes
developing different areas in Kutaisi. At present, doctors from Newport
appeared to be in the centre of attention. The delegation, which was
represented by the three best professionals of Newport Gwent hospital,
visited Kutaisi on business on June 15-19. The delegation members covered
different profiles: Doctor John Davis, Physician (Radiology), Doctor Brian
Stephenson, Consultant of General Surgeon, Doctor Stephen Hunter, director
of Gwent Healthcare Trust and Consultant Psychiatrist.
Their short-time visit entailed
sufficiently busy programme. The delegation was hosted by the Kutaisi-Newport
International Association together with doctors of Kutaisi Zaza Lominadze,
Mamuka Mikadze, Zurab Abuladze and others. They showed high professionalism
and amazingly kind hospitality to their colleagues from Newport and involved
them in their clinics’ daily life. The British doctors visited several
hospitals in Kutaisi: the Church Hospital, the L&J Clinic and the
Gynaecological clinic “Beaumonde”. They had a chance to attend the
operations and share theoretical knowledge and skills as well as practical
with their colleagues. The guests were also given an opportunity to become
familiar with current situations of local and state hospitals. Unlike local
private hospitals, which are supplied with modern technology and employ
professional doctors, the state hospitals are in high need of up-to-date
equipment though they are financed by the government.
The functioning of Kutaisi church
hospital should be mentioned here to support the presented standpoint. The
church hospital does a lot favour under the head of Metropolitan of Kutaisi
and Gamenati, Kalistrate. The British guests were touched by the warmth of
the welcome of Metropolitan and the medical staff. They leant about the
history and the future plans of the hospital. Despite making the rapid
progress, the hospital still badly needs the technological maintenance.
Doctors perform miracles with outdated equipment; however, some departments
are good enough to meet the modern standards. The very hospital was donated
some items of modern medical equipment by the Royal Gwent Hospital, Newport
in 2003. They promised to make another donation in the nearest future
(namely, to send the appropriate equipment for making the biochemical
analysis).
The guests from Newport were very
delighted to have a possibility of meeting the Metropolitan. One of the
delegation members, Bryan Stephenson, asked the Metropolitan to give his
blessing to them. When he was waving the Georgians goodbye, he said he was
already missing this great personality.

The Kutaisi-Newport International
Association welcomed the delegation with open arms. They helped their guests
to learn a lot about the friendship between the twin cities, Kutaisi and
Newport. The delegation members had a look at the photos made during the
time the friends from Newport visited Kutaisi. The most important was when
membership cards were handed to the new members of Association: doctors Zaza
Lominadze, David Sopromadze, Nana Dzidziguri, Maia Bochorishvili, Ela
Moseshvili, Maia Bochorishvili, Lali Makaridze.

The Mayor of Kutaisi, Nugzar
Shamugia, strongly supports all the activities the Association instigates.
Traditionally, he always plays the host to a delegation visiting the city.
Therefore, it results in bettering the guests’ kind attitude to Kutaisi and
promotes developing the enhanced friendly relationship for the benefit of
the city. The member of KNIA expressed great gratitude to the Mayor for his
help and the chair of Association handed him a certificate of thanks.
The interactive presentations made
by the delegation members from our sister city - Newport wrapped up their
visit in Kutaisi. The meeting proved to be very productive since it enabled
doctors from Kutaisi to familiarize themselves with modern methods their
foreign colleagues apply and also learn about some interesting medical
issues. The discussion between Newport and Kutaisi doctors was beneficial
for both sides.
Despite a busy schedule, the
delegation members had a chance to do sightseeing of the country. They were
fascinated to see Trinity, Stvetitschoveli, Bagrati, Gelati Cathedrals.
Doctors of Newport Gwent Hospital
got unforgettable impressions and promised that their first visit to Kutaisi
was just the beginning of collaboration between health services of the
sister cities. It would further the alliance in the future.
Natia Zviadadze
Assistant Professor, ATSU
There
are many times in life when words become inadequate to express oneself
adequately. Nevertheless words there must be, and the development of the ELC
together with the fraternity afforded by the Kutaisi-Newport Twinning
Association is greatly to be admired, supported and constantly renewed.
There is a deep spirit in this relationship and the symbol of language as a
tool of human teaching provokes much thought. I am both privileged and
honoured to have been given the opportunity to see the humility, tenacity,
courage, humour, integrity and charity of the Georgian people. Our visit
will always be in memories. As in the movie "Casablanca" - "This could be
the beginning of a beautiful friendship!"
Dr. Stephen
Hunter
Medical Director
Gwent Healthcare Trust and Consultant Psychiatrist
June 18th, 2008

What a
warm, happy and wonderful privilege to visit your city and your country!!!
Your hospitality and kindness has been more than impressive everywhere. Such
visiting you in your relaxed and happy Centre has been a special joy. We
only hope you can have the honour and opportunity of repaying you in Wales
soon. We have had a very happy few days in your beautiful city. We thank you
all very sincerely.
John Davies
Consultant Physician (Radiology)
Hospital, Wales
June 18th, 2008
I have
little to add to my previous colleagues comments; all patients in Kutaisi
are in safe hands.
Dr Brian
Stephenson
Consultant General Surgeon
June 18th, 2008
ნიუპორტელ მედიკოსთა "Top Banana" ვიზიტი ქუთაისში
ქუთაისი-ნიუპორტის
საერთაშორისო ასოციაცია მიუხედავად არსებობის თვრამეტწლიანი ისტორიისა კიდევ
უფრო განახლებული შემართებით აგრძელებს თავის საქმიანობას, რისი დასტურიც ჩვენი
ნიუპორტელი მეგობრების ხშირი ვიზიტები და შესაბამისად, ახალი პროექტების
განხორციელების წინაპირობა გახლავთ. ასოციაცია ჩვენს ქალაქში სხვადასხვა სფეროს
განვითარებას უწყობს ხელს. ამჯერად, მედიკოსთა საზოგადოება მოექცა ყურადღების
ცენტრში, რადგან ქუთაისს საქმიანი ვიზიტით 15-19 ივნისს ნიუპორტის გვენტის
სამეფო საავადმყოფოს წამყვანი სპეციალისტები სტუმრობდნენ. დელეგაციის სამივე
წევრი განსხვავებული ვიწრო პროფილით იყვნენ წარმოდგენილნი: ექიმი ჯონ დეივისი,
ფიზიოლოგი (რადიოლოგია), ექიმი ბრაიენ სტეფენსონი, მთავარი ქირურგი, ექიმი
სტეფან ჰანტერი, გვენტის სამეფო საავადმყოფოს დირექტორი და ფსიქიატრი.
მათი
მოკლე ვიზიტი საკმაოდ დატვირთული პროგრამით წარიმართა. დელეგაციას ქუთაისი
ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად მასპინძლობას პირველ რიგში
უწევდნენ ექიმები: ზაზა ლომინაძე, მამუკა მიქაძე, ზურაბ აბულაძე და სხვები. მათ
მაღალი პროფესიონალიზმი და საოცარი ქართული სტუმართმოყვარეობა უჩვენეს
ნიუპორტელ კოლეგებს და ჩართეს ისინი თავიანთი კლინიკების ყოველდღიურ
საქმიანობაში. ბრიტანელმა ექიმებმა დაათვალიერეს ქუთაისის რამდენიმე
საავადმყოფო მათ შორის საეკლესიო საავადმყოფო, L&ჟ კლინიკა და გინეკოლოგიური
კლინიკა "ბომონდი". მათ საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ ოპერაციებს,
გაეზიარებინათ არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნაც. სტუმრებს ასევე
შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ დღევანდელი კერძო და სახელმწიფო
საავადმყოფოების მდგომარეობას. თუ კერძო კლინიკები პროფესიონალ ექიმებთან ერთად
თანამედროვე აღჭურვილობითაც გამოირჩევა, ამ მხრივ სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ
მყოფი საავადმყოფოები მიუხედავად მაღალპროფესიონალური კადრებისა ნამდვილად
საჭიეროებს დახმარებას.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქუთაისის საეკლესიო
საავადმყოფო, რომელშიც ქუთათელ-გაენათელი მეტროპოლიტის კალისტრატეს უშუალო
ხელმძღვანელობით ბევრი კეთილი საქმე კეთდება. მეუფემ და საავადმყოფოს
კოლექტივმა არაჩვეულებრივი მიღება გაუმართეს ბრიტანელ სტუმრებს, გააცნეს
საავადმყოფოს ისტორია და მომავალი გეგმები. მიუხედავად დიდი აღმასვლისა,
საავადმყოფოს მაინც ესაჭიროება ტექნიკური უზრუნველყოფა. ექიმები უკვე
მოძველებული აპარატებით სასწაულებს ახდენენ, თუმცა ზოგიერთი განყოფილება უკვე
საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება. სწორედ, ამ საავადმყოფოს 2003 წელს გადაეცა
გვენტის სამეფო საავადმყოფოს, ნიუპორტის საჩუქარი და ახლაც დაპირდნენ ჩვენი
ნიუპორტელი კოლეგები ამ კუთხით თანადგომას. (კერძოდ, თანამედროვე ბიოქიმიური
ანალიზისათვის საჭირო აპარატის გამოგზავნას).

ნიუპორტელები აღფრთოვანებული დარჩნენ მეუფის გაცნობით და დელეგაციის ერთ-ერთმა
წევრმა ბრაიენ სტეფენსონმა ლოცვა კურთხევა სთხოვა მას და გამომშვიდობებისას
განაცხადა, რომ უკვე ენატრებოდა ეს საოცარი პიროვნება.
დელეგაციას გულთბილი მიღება მოუწყო ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციამ,
სადაც სტუმრებმა ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს ქუთაისისა და ნიუპორტის
მეგობრობაზე, დაათვალიერეს ვიზიტების ამსახველი ფოტოები და რაც მთავარია,
მოწმობები გადასცეს ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულ ექიმებს: ზაზა ლომინაძეს,
დავით სოფრომაძეს, ნანა ძიძიგურს, ელა მოსეშვილს, მაია ბოჭორიშვილსა და ლალი
მაკარიძეს. აქ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ასოციაციის თამმჯდომარის
ქალბატონ მადონა მეგრელიშვილის საოცარი თავდადების შესახებ, რომლის
თავდაუზოგავი შრომის შედეგიც გახლავთ ასოციაციის ასეთი წარმატებული საქმიანობა,
რაც ისევ საწყისი შემართებით გრძელდება და ჩვენი ქალაქისათვის საჭირო ბევრი
ინიციატივის ავტორად რჩება.
აღსანიშნავია
ქალაქ ქუთაისის მერის ბატონ ნუგზარ შამუგიას მხარდაჭერა ასოციაციის
საქმიანობისადმი. უკვე თითქმის ტრადიციად იქცა, რომ ნიუპორტიდან ჩამოსული
ყოველი დელეგაციის მასპინძელი ქალაქის მერიაა ასოციაციასთან ერთად. ეს
ყურადღება შეუმჩნეველი არც ჩვენს ბრიტანელ მეგობრებს რჩებათ, რაც იმთავითვე
განაპირობებს მათ კეთილგანწყობას და ამ უკვე კარგად ნაცადი მეგობრობის ჩვენი
ქალაქის სასიკეთოდ წარმართვას. ქალაქის მერის ასოციაციამ შემდეგი შინაარსის
მადლობის ბარათი გადასცა.
ნიუპორტელი მედიკოსების ვიზიტის შემაჯამებელი შეკრება სიმპოზიუმზე შედგა.
დელეგაციას სამივე წევრმა თავინთი სფეროში ჩაატარეს ინტერაქტიული პრეზენტაციები.
ეს შეხვედრა ურთიერთგაზიარების და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც
ქუთაისელ ექიმებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ უცხოელი კოლეგების
თანამედროვე მეთოდებსა და გაერკვიათ მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხი.
მიუხედავად
დატვირთული პროფესიული საქმიანობისა დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ
გაცნობოდნენ ქართულ ისტორიულ ძეგლებს. მათ მოინახულეს ჩვენი ქვეყნის
დედაქალაქის ღირშესანიშნაობები, სამების ტაძარი, სვეტიცხოველი. ასევე
დამეგობრებული ქალაქის ნიუპორტლეთათვის კარგად ცნობილი ძეგლები ბაგრატის ტაძარი
და გელათის მონასტერი. ნიუპორტელი სტუმრები აღფრთოვანებული დარჩნენ ნანახით და
რაც ვერ მოასწრეს შემდეგი ვიზიტისათვის გადადეს.
საინტერესო შთაბეჭდილებებით დატვირთული ნიუპორტის გვენტის სამეფო საავადმყოფოს
ნიუპორტელი ექიმები დაგვპირდნენ, რომ მათი პირველი ვიზიტი ქუთაისში მედიკოსთა
სფეროში, მომავალი მჭიდრო კავშირის დასაბამი იქნება, რასაც საფუძლველი მათ
ჩამოსვლამდე ჩაეყარა, მაგრამ აუცილებლად განმტკიცდება მათი ვიზიტის შემდეგ.
ნათია ზვიადაძე
ასისტენტ პროფესორი
ცხოვრებაში
ხშირია მომენტები, როდესაც სიტყვებით არ ძალგიძს სათანადოდ გადმოსცე
გულისნადები. მიუხედავად ამისა, აუცილებლია მოიძებნოს საჭირო სიტყვები, რათა
ხოტბა შეესხას იმ საქმიანობას, რომელსაც ქუთაისი და მისი დამეგობრებული ქალაქი,
ნიუპორტი, მუდმივად განახლებული შემართებით ახოციელებს და, რომელთა
მხარდაჭერითაც ქუთაისის ინგლისური ენის ცენტრი მუდმივ წინსვლას განიცდის. ის
ღრმა სულისკვეთება და განათლების იარაღად აღებული ენის სიმბოლო, რომელიც ამ
ურთიერთობას წარმართავს, უდაოდ დაფიქრების ღირსია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ
მომეცა საშუალება ვზიარებოდი ქართველი ხალხის თავმდაბალი, შეუპოვარი, გამბედავი,
იუმორით აღსავსე, პირდაპირი და გულმოწყალე ბუნების მშვენიერებას. ჩვენი ვიზიტი
მეხსიერებაში წარუშლელ მოგონებად აღიბეჭდება და როგორც ფილმში “კასაბლანკა” -
ეს ბრწყინვალე მეგობრობის მხოლოდ დასაწყისი იქნება.
ექიმი სტივენ ჰანტერი
კონსულტანტ ფსიქოლოგი
გუენტის სამეფო საავადმყოფოს დირექტორი
18 ივნისი, 2008
საოცარი პატივი და დიდი ბედნიერებაა ვიზიტი თქვენს
ქალაქსა და სამშობლოში!!! წარუშლელ შთაბეჭდილებებს ახდენს თქვენი
სტუმართმოყვარეობა და გულისხმიერება. განსაკუთრებულად სიამოვნების მომგვრელი
აღმოჩნდა ვიზიტი თქვენს ბედნიერი სახეებით გაცისკროვნებულ ინგლისური ენის
ცენტრში. იმედს გამოვთქვამ, რომ სრულიად მალე, გვექნება პატივი სათანადოდ
ვუპასუხოთ თქვენს სტუმართმოყვარეობას ჩვენს სამშობლოში, უელსში. ვწუხვარ, რომ
ის ბედნიერებით აღსავსე დღეები, რომელიც თქვენს მშვენიერ ქალაქში დავყავით, არც
ისე ბევრია. გულწრფელად დიდ მადლიერებას გამოვხატავ ყველა თქვენთაგანისადმი.
ექიმი ჯონ დევისი
კონსულტანტ ფიზიოლოგი (რადიოლოგია)
გუენტის სამეფო საავადმყოფო
18 ივნისი, 2008
ჩემი კოლეგების კომენტარს მხოლოდ ერთს დავამატებდი -
ქუთაისის ყველა პაციენტი საიმედო ექიმების ხელშია.
ექიმი ბრაიენ სტივენსონი
მთავარი ქირურგის კონსულტანტი
გუენტის სამეფო საავადმყოფო
18 ივნისი, 2008

 |