გზა მშვიდობისა. ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია ამაყობს თავისი წევრების წარმატებული პროფესიული საქმიანობით. ამ მხრივ, მიმდინარე წელს განსაკუთრებით გაგვახარა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორების ნინო უგლავას და ნიკოლოზ ფარჯანაძის გამარჯვებამ, Chievning -ის პროგრამაში. მათ მოიპოვეს გრანტი და გაემგზავრნენ ინგლისში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ფონზე მათ მეტად აქტუალური და პრიორიტეტული პროფილი - საგანმანათლებლო მართვა აირჩიეს, რომელსაც ისინი ოქსფორდისა და ლონდონის უნივერსიტეტებში დაეუფლებიან.
.
ჩვენმა ასოციაციამ ახალი სასწავლო წელი დადებითი იმპულსით დაიწყო. 15
სექტემბერს ასოციაციის წევრები შეიკრიბნენ ერთი სასიამოვნო ფაქტის აღსანიშნავად,
რათა ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან ასოციაციის მუშაობაში აქტიურად ჩართული
ნიკოლოზ ფარჯანაძისათვის გზა დაელოცათ. ნინოს ზაფხულის პერიოდში მოუხდა
გამგზავრება და ძალიან ვწუხვართ, რომ სპეციალური გაცილება ვერ მოვუწყვეთ.
ჩვენს საამაყო კოლეგასა და მეგობარს, რომელმაც თვით ბრიტანელებს უნდა დაუმტკიცოს ქართული ნიჭის უპირატესობა. გულითადად გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას განათლების სრულყოფისაკენ მიმავალ აღმავალ გზაზე. დაე, ეს ნაბიჯი ახალი და საინტერესო მომავლის საწყისი ყოფილიყოს არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების კუთხით, რომელსაც ალბათ გაგვანდობ между нами девочками. იმედი გვაქვს იუმორით განთქმულ ბრიტანელებს შეასწავლი ნამდვილ ქუთაისურ ხუმრობას და კიდევ ბევრ ქართულ რეალიას გააცნობ იქაურებს. სანაცვლოდ კი განსწავლული და `ტემზადალეული~ დაგვიბრუნდები. დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით, ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია
ნიჭიერებითა და მომხიბვლელობით გამორჩეულ ჩვენს უსაყვარლეს კოლეგასა და მეგობარს გილოცავთ პროფესიული დახელოვნების კუთხით მრავალ წარმატებათა შორის მიღწეულ ამ ღირსეულ გამარჯვებას. ვისურვებთ, დიდი მომავლის საწყისი ყოფილიყოს შენს მიერ მოპოვებული ეს ჯილდო. გვჯერა, რომ შენი აკადემიურობითა და გონიერებით თვით ოქსფორდსაც კი გააკვირვებ, ხოლო შენ მშვენიერებით მრავალი უცხოელის გულს დაიპყრობ. ისწავლე, მაგრამ დრო და დრო გახსოვდეს ერთი მეგობრული რჩევა: `ნინო გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა! დაე, ბრიტანეთში ყოფნა გარდამტეხი ყოფილიყოს შენს ცხოვრებაში. დაგვიბრუნდი კიდევ უფრო განსწავლული, ლაღი და ბედნიერი თუ უკვე დაწყვილებული არა, გარანტირებული პერსპექტივით მაინც. დიდი სიყვარულით და უკვე შენი მონატრებით,
ქუთაისი-ნიუპორტის
საერთაშორისო
ასოციაცია |
A Happy Farewell The Kutaisi-Newport International Association is proud of professional and social work of its members. So we felt very happy to learn that Nick Parjanadze and Nino Uglava, Assistant Professors of the English Language Department at Kutaisi State University won the CHIEVNING PROGRAMME this year. After receiving the grant they went to England to study for Master's Degree in current educational management in Oxford and London Universities. A new educational year started with this positive impulse for our Association. On the 15th September the members of the Association gathered to wish a happy farewell to Nick and Nino who had been very actively involved in the work of the Association. A party attended by a lot of Association members was held in a warm atmosphere. There were Nick and Nino's ex-teachers, colleagues, all those who helped them grow up and develop. A lot of interesting and funny episodes from Nika and Nino's student years and the beginning of their teaching careers were recalled. One of the most exciting moments was demonstration of the video of the 10th anniversary of the Kutaisi-Newport Twinning held in 2000. A fragment of the film was a performance based on William Shakespeare's plays in which Nick brilliantly performed the part of Petruccio in THE TAMING OF THE SHREW. The meeting was very enjoyable, full of emotions and a good humour. The head of the Association handed the messages to Nick and Nino with wishes for successful study and achievement of their goals in Great Britain. KUTAISI-NEWPORT INTERNATIONAL ASSOCIATION
|