SPECIAL ISSUE

CELEBRATING 90 YEARS OF

DEREK BUTLER

Honorary Citizen of Kutaisi • Honorary Professor of Akaki Tsereteli State University • Co-Founder & Secretary, Newport Kutaisi Twinning Association

სპეციალური გამოცემა

დაბადებიდან 90 წლისთავის აღსანიშნავად

დერეკ ბატლერი

ქუთაისის საპატიო მოქალაქე • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი • ნიუპორტ-ქუთაისის დაძმობილების ასოციაციის თანადამფუძნებელი და მდივანი

 
 
 

Dear friends,

This newsletter is dedicated to Derek Butler, our very dear and longstanding friend for his enduring devotion, love and incessant work for the Twinning as a NKTA driving force, secretary and newsletter editor.

His relationship with the Twinning began more than 30 years ago and since then, his enormous contribution to it has been characterized by his profound understanding of the aims of Twinning, helping Kutaisi develop in various walks of life and, importantly, establishing close contacts and special friendships between people of both cities.

We are proud that Derek is an Honorary Citizen of Kutaisi and an Honorary Professor of ATSU. He received these honorable awards for his strong desire and efforts to get Kutaisi known in Newport and help it develop in many areas. He also did a lot to establish strong links of cooperation with ATSU and Welsh University and always takes great care of Georgian ATSU students studying in Newport.

Derek’s ability to collaborate across cultures reflects his unwavering commitment to the Twinning and setting a standard of sensitivity and respect for the relations between people of Kutaisi and Newport.

Derek’s friendship, inspiration and support are invaluable for the Twinning and we are very thankful to him for it.

Editor,
Lyalya Kobeshavidze

ძვირფასო მეგობრებო,

ეს გამოცემა ეძღვნება დერეკ ბატლერს — ჩვენს ძვირფას და დიდი ხნის მეგობარს — მისი განუზომელი ერთგულების, სიყვარულისა და დაუღალავი შრომისთვის, როემლიც ამ წლების განმავლობაში მან გასწია როგორც NKTA-ის მდივანმა და ნიუზლეთერის რედაქტორმა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დერეკ ბალტერი ასოციაციის მამოძრავებელი ძალაა.

მისი ურთიერთობა ქუთაისთამ 30 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო და მას შემდეგ მისი წვლილი უზარმაზარია, რაც გულისხმობს დაძმობილების მიზნების ღრმა გააზრებას, ქუთაისის მრავალმხრივი განვითარებისადმი ხელშეწყობას და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ორივე ქალაქის მოსახლეობას შორის მჭიდრო კონტაქტებისა და განსაკუთრებული მეგობრობის დამყარებას.

ჩვენ ვამაყობთ, რომ დერეკი ქუთაისის საპატიო მოქალაქე და აწსუ-ს საპატიო პროფესორია. ეს საპატიო წოდებები მან მიიღო იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომლითაც ქუთაისი გაიცნეს ნიუპორტში და ასევე მისი დაუღალავი შრომისთვის, რამაც ქუთაისის მრავალმხრივ განვითარებას შეუწყო ხელი. მან დიდი წვლილი შეიტანა აწსუ-სა და უელსის უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებაში და დღემდე აგრძელებს აწსუ კურსდამთავრებულების მხარდაჭერას, რომლების სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში აგრძლებენ.

დერეკს კულტურათაშორისი თანამშრომლობის იშვიათი ნიჭი აქვს, რაც ცხადყოფს მის ურყევ ერთგულებას დაძმობილებისადმი და იმ მაღალ სტანდარტს, რომელსაც ის სენსიტიურობითა და პატივისცემით ამკვიდრებს ქუთაისისა და ნიუპორტის ხალხს შორის ურთიერთობებში.

დერეკის მეგობრობა, შთაგონება და მხარდაჭერა ფასდაუდებელია დაძმობილებისთვის და ჩვენ დიდად მადლობლები ვართ ამისთვის.

რედაქტორი,
ლალია კობეშავიძე

 

A LIFE IN DESIGN AND EDUCATION

Before his retirement, Derek Butler served as Principal Lecturer and Director of Studies at the Art Faculty of Newport College of Art, later part of the University of Wales, Newport. A graphic designer and artist by training, he built his career teaching design history to generations of students, while pursuing his own wide-ranging interests - current affairs and politics, classical music, travel, sport, and visits to museums and galleries. It was perhaps inevitable that a man of such curiosity and civic spirit would, sooner or later, turn his attention across borders - and, in Derek's case, that meant Georgia.

ცხოვრება და განათლება

პენსიაზე გასვლამდე დერეკ ბატლერი ნიუპორტის ხელოვნების კოლეჯის ხელოვნების ფაკულტეტზე მუშაობდა ლექტორად და სასწავლო პროცესის დირექტორად; მოგვიანებით ეს კოლეჯი უელსის ნიუპორტის უნივერსიტეტის ნაწილი გახდა. განათლებით გრაფიკული დიზაინერი და მხატვარი, მან მთელი კარიერა დიზაინის ისტორიის სწავლებას დაუთმო მრავალ თაობას, ამასთანავე თავადაც მრავალფეროვან ინტერესებს მისდევდა - მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკას, კლასიკურ მუსიკას, მოგზაურობას, სპორტსა და მუზეუმ-გალერეების მონახულებას. ალბათ გარდაუვალიც კი იყო, რომ ასეთი ცნობისმოყვარე და სამოქალაქო სულისკვეთების ადამიანი ადრე თუ გვიან საზღვრებს გასცდებოდა - დერეკის შემთხვევაში ეს გზა საქართველომდე მიდიოდა.

 

THREE DECADES OF BUILDING BRIDGES

Derek Butler co-founded the Newport Kutaisi Twinning Association (NKTA) and designed the Association's logo - a small but lasting mark of the personal stamp he placed on the partnership from its earliest days. For many years he has served as the Association's Secretary, the quiet engine behind countless visits, exchanges, and friendships between Newport and Kutaisi.

We all agree that nothing would have been possible without Dame Rosemary Butler, the Chairs of the Association, and its devoted members - yet Derek has always been the one at the centre of it all. Throughout more than 35 years, Derek Butler has been personally involved in every exchange and initiative organised between Newport and Kutaisi. Whether welcoming doctors, teachers, librarians, museum professionals, artists, students, or sports teams from Kutaisi to Newport, or supporting reciprocal visits from Newport to Georgia, Derek has been at the heart of these activities.

Even when he was not directly involved in carrying out or organising a particular project, he was very often a guiding presence behind it. He provided ideas, encouragement and practical advice, helping the Association turn its plans into successful initiatives. His correspondence with Madonna provides clear evidence of this involvement, with Derek regularly offering specific and thoughtful advice on how projects could be successfully developed and implemented. In this sense, Derek is one of the people behind the achievements of the associations who has helped make many of its proudest projects possible.

This passage from one of his emails that Madonna once shared is a perfect summary of Derek’s efforts:

“The truth is, Madonna, that we need to have nerves of steel with this twinning. That’s always been the case! But we always seem to win through in the end!”

Those who have ever met Derek over the years know him not only for his official titles but for his hands-on, personal style of hospitality - meeting visiting students and delegations at the airport, even shepherding young Georgian visitors through lost-luggage troubles, planning itineraries around London and Wales down to the last museum and afternoon tea, and writing warm, detailed letters home to Kutaisi after every visit.

მეგობრობის შენების სამი ათწლეული

დერეკ ბატლერი ნიუპორტ-ქუთაისის დაძმობილების ასოციაციის (NKTA) თანადამფუძნებელია და თავადვე შექმნა მისი ლოგოც - რომელიც ყოველთვის დარჩება ასოციაციათა ურთიერთობის სიმბოლოდ. მრავალი წლის განმავლობაში ასოციაციის მდივნის თანამდებობას იკავებდა და უხმაუროდ, მაგრამ ურყევად წარმართავდა უამრავ ვიზიტს, გაცვლით პროგრამასა და მეგობრობას ნიუპორტსა და ქუთაისს შორის.

ყველანი ვთანხმდებით, რომ ის პროექტები ვერ განხორციელდებოდა, რომ არა დეიმ როუზმარი ბატლერი, ასოციაციის თავმჯდომარეები და მისი თავდადებული წევრები - თუმცა დერეკი ყოველთვის იყო ის, ვინც ყველაფრის ცენტრში იდგა. 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დერეკ ბატლერი პირადად იყო ჩართული ნიუპორტსა და ქუთაისს შორის მოწყობილ ყველა გაცვლით პროგრამასა თუ ინიციატივაში. სულერთია, ქუთაისიდან ნიუპორტს ექიმები, პედაგოგები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრომლები, მხატვრები, სტუდენტები თუ სპორტული გუნდები ესტუმრებოდნენ, თუ საპასუხო ვიზიტი ხორციელდებოდა ნიუპორტიდან საქართველოში, დერეკი ყოველთვის ამ საქმიანობის გულში იდგა.

მაშინაც კი, როცა ის კონკრეტული პროექტის განხორციელებაში ან ორგანიზებაში პირდაპირ ჩართული არ იყო, ის ხშირად მაინც ამ პროექტების უკან მდგარი მიმმართველი ძალა იყო. ის ამხნევებდა პროექტის მონაწილეებს. აწვდიდა იდეებს და პრაქტიკულ რჩევებს და ეხმარებოდა ასოციაციას, თავისი გეგმები წარმატებულ ინიციატივებად ექცია. მისი მიმოწერა მადონასთან ცხადად ადასტურებს ამ ჩართულობას - დერეკი რეგულარულად სთავაზობდა კონკრეტულ და გააზრებულ რჩევებს პროექტების წარმატებით განვითარებისა და განხორციელების შესახებ. ამ თვალსაზრისით, დერეკი სწორედ ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, ვისი ძალისხმევაც დგას ასოციაციის მიღწევების უკან და ვისაც მისი ყველაზე საამაყო პროექტების განხორციელება უმადლის.

ეს ამონარიდი დერეკის ერთ-ერთი წერილიდან, რომელიც მადონამ ერთხელ გაგვიზიარა, საუკეთესოდ აჯამებს დერეკის ძალისხმევას:

„სიმართლე ისაა, მადონა, რომ ამ დაძმობილებასთან დაკავშირებით ფოლადის ნერვები გვჭირდება. ასეც იყო ყოველთვის! მაგრამ ბოლოს ყოველთვის ვიმარჯვებთ კიდეც!“

ვინც კი დერეკს ოდესმე შეხვედრია წლების განმავლობაში, მას იცნობს არა მხოლოდ მისი ოფიციალური წოდებებით, არამედ მისი უშუალო, პიროვნული სტუმართმოყვარეობის სტილითაც - აეროპორტში სტუდენტებისა და დელეგაციების დახვედრით, ახალგაზრდა ქართველი სტუმრების დაკარგული ბარგის პრობლემების მოგვარებაში დახმარებით, ლონდონისა და უელსის მარშრუტების ბოლო მუზეუმამდე და შუადღის ჩაიმდე დაგეგმვით და ყოველი ვიზიტის შემდეგ ქუთაისში თბილი, დაწვრილებითი წერილების გაგზავნით.

 
 

HONOURS FROM KUTAISI

For many years, Derek regularly visited Kutaisi State University, where he met with students and academic staff, delivered lectures, and actively contributed to developing educational links between the United Kingdom and Georgia. He introduced students to important developments in British culture, art, design, and contemporary society, while also sharing his own professional experience and international perspective.

Through these lectures and discussions, Derek inspired generations of students, broadened their understanding of British cultural life, and encouraged academic cooperation and intercultural dialogue between the two countries.

In 1998, in recognition of years of work for the Newport-Kutaisi Association and its support for education, Derek Butler was elected an Honorary Professor of Kutaisi State University.

საპატიო წოდებები

მრავალი წლის განმავლობაში დერეკი რეგულარულად სტუმრობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც ხვდებოდა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, კითხულობდა ლექციებს და აქტიურად უწყობდა ხელს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო კავშირების განვითარებას. მან სტუდენტებს გააცნო ბრიტანული კულტურის, ხელოვნების, დიზაინისა და თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვანი მიღწევები, ამასთანავე გაუზიარა საკუთარი პროფესიული გამოცდილება და საერთაშორისო ხედვა.

ამ ლექციებითა და დისკუსიებით დერეკმა არაერთი თაობის სტუდენტი შთააგონა, გააფართოვა მათი წარმოდგენა ბრიტანულ კულტურულ ცხოვრებაზე და ხელი შეუწყო აკადემიურ თანამშრომლობასა და კულტურათაშორის დიალოგს ორ ქვეყანას შორის.

1998 წელს, ნიუპორტ-ქუთაისის ასოციაციისთვის მრავალწლიანი შრომისა და განათლების მხარდაჭერისთვის, დერეკ ბატლერი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად აირჩიეს.

 
 

Derek was very emotional when he received the title. Here is what he wrote to the Chair of the Academic Board at the time:

დერეკი ძალიან ემოციური იყო წოდების მიღებისას. აი, რას წერდა იგი მაშინდელ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს:

 
 

In 2010, with the approval of Kutaisi City Council, Derek was conferred the title of Honorary Citizen of Kutaisi, in recognition of over twenty years of dedication to the Twinning. The resolution was passed unanimously by a special committee at Kutaisi Civic Centre, headed by the Council Leader and attended by the Mayor, with the decision announced on national and local television. As a result, both Derek and Rosemary Butler hold the distinction of being Honorary Citizens of Kutaisi - a fact the Association has always been immensely proud of.

2010 წელს ქუთაისის საკრებულოს გადაწყევტილებით დერეკს მიენიჭა ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება - დაძმობილებისადმი ოცწლიანი თავდადებული ერთგულების აღსანიშნავად. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული ქუთაისის საკრებულოში სპეციალური კომისიის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საკრებულოს თავმჯდომარე და რომელსაც ესწრებოდა მერი; გადაწყვეტილება გამოცხადდა ეროვნულ და ადგილობრივ ტელევიზიაშიც. ამის შედეგად, დერეკიც და როზმარი ბატლერიც ქუთაისის საპატიო მოქალაქეები არიან - ფაქტი, რომლითაც ასოციაცია ყოველთვის უსაზღვროდ ამაყობდა.

 
 
 
 
 

STILL BUILDING BRIDGES

Derek Butler's contribution to the lives of Georgian students studying in Wales has been particularly significant. Derek has always been among the very first people to welcome and support them. He takes a personal interest in the well-being and success of students, helping them feel at home while studying abroad. Over the years, he has become a mentor, trusted adviser, and friend to many young Georgians pursuing their educational ambitions in the UK. Derek's presence at their graduation is a reminder that the friendship between Newport and Kutaisi is built not only on institutional partnerships but also on genuine human connections that endure for a lifetime.

კვლავ ერთგული მხარდამჭერი

დერეკ ბატლერის წვლილი უელსში მოსწავლე ქართველი სტუდენტების ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დერეკი ყოველთვის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მათ ხვდებო და უპირობო მხარდაჭერას სთავაზობდა. ის პირადად ინტერესდება სტუდენტების კეთილდღეობითა და წარმატებით და ეხმარება მათ, საზღვარგარეთ სწავლისას თავი კომფორტულად იგრძნონ, ისე, როგორც საკუთარ სახლში. წლების განმავლობაში ის გახდა მენტორი, სანდო მრჩეველი და მეგობარი მრავალი ახალგაზრდა ქართველისთვის, რომლებიც დიდ ბრიტანეთში აგრძელებენ განათლების მიღებას. დერეკის დასწრება მათ კურსდამთავრების ცერემონიაზე შეხსენებაა იმისა, რომ ნიუპორტსა და ქუთაისს შორის მეგობრობა არა მხოლოდ ინსტიტუციურ პარტნიორობას, არამედ ცხოვრების მანძილზე გამძლე, ნამდვილ ადამიანურ კავშირებსაც ეფუძნება.

 
 
 

THE MAN BEHIND THE TWINNING

Derek’s visits to Kutaisi are a great celebration for all Kutaisi people. All of us who are fortunate enough to call him a friend greatly cherish his profound and diverse knowledge, his warm and loyal personality and of course, his wonderful sense of humour.

ადამიანი ოფიციალური აქტივობების მიღმა

დერეკის ვიზიტები ქუთაისში ქუთაისელი ხალხისთვის დიდი დღესასწაულია. ჩვენ ყველანი, ვისაც ბედმა ბოძა მისი მეგობრობა, დიდად ვაფასებთ მის ღრმა და მრავალმხრივ ცოდნას, თბილ და ერთგულ ხასიათს და, რა თქმა უნდა, საოცარ იუმორის გრძნობას.

 
 

Derek Butler with friends and colleagues from Kutaisi during one of his many visits to Georgia.

დერეკ ბატლერი მეგობრებთან და ქუთაისელ კოლეგებთან ერთად, საქართველოში ერთ-ერთი მისი მრავალი ვიზიტის დროს.

 
 

Here are what the KNIA members write and say:

Friendship knows no age or borders – if you know Derek Butler, there is no need to explain what I mean.

I was a student when I first heard of Rosemary and Derek Butler, and I was honoured to meet them in person at the University English Language Club in Kutaisi. Since then, as a member of KNIA, I have had the privilege of meeting these very special people on numerous occasions. Their names have become very dear to me, as they have to everyone in our association.

Much could be said about Derek Butler’s role in maintaining this friendship and strengthening the links between our two cities. However, I just would simply like to share a few episodes that, for me, offer an even deeper insight into his wonderful personality.

It was 2004, and the delegation from Kutaisi was invited to attend the Eisteddfod Festival in Newport. Thanks to Professor Madonna Megrelishvili, I was lucky enough to be a member of the delegation. Those were unforgettable days for me. The experience was made even more exciting by our wonderful host Derek Butler, who accompanied us to various official or informal events.

Excursions to Cardiff and London were scheduled, and again we were privileged to have the best possible ’tour guide’- informative, with great understanding of art and history, responsible and responsive, but above all, both sensitive and sensible.

I remember we spent one day in London before our departure. Derek did his very best to show us the city at its best. I was the youngest member of the delegation, and it was my first time in London. I was through a city whose streets and buildings I had previously known only from books. It was such an overwhelming feeling for me that I kept asking questions. Seeing my excitement, Derek must have felt one day simply wasn’t enough. Unable to change our schedule, he suddenly took out a London travel guide, which he had probably brought along to help him navigate the city, and gave it to me saying: ”The rest you can explore in the guide until your next visit.” I still keep that guide as a special present, a beautiful reminder of my first glimpse of London.

On one of his visits to Kutaisi university Derek witnessed how I sent back a door sign with the American spelling “Language Center” on it and insisted that it be changed to the British “Language Centre”. Derek enjoyed that story so much he never forgets my Language Centre, which he often mentions on his Christmas cards.

აი, რას წერენ და ამბობენ KNIA-ს წევრები:

მეგობრობას ასაკი და საზღვრები არ იცის - თუ დერეკ ბატლერს იცნობთ, ახსნა აღარაფერია საჭირო.

სტუდენტი ვიყავი, როცა პირველად გავიგე როზმარისა და დერეკ ბატლერის შესახებ, და დიდი პატივი იყო მათი პირადად გაცნობა ქუთაისში, უნივერსიტეტის ინგლისური ენის კლუბში. მას შემდეგ, KNIA-ს წევრობის ფარგლებში, არაერთხელ მქონია პატივი, შევხვედროდი ამ განსაკუთრებულ ადამიანებს. მათი სახელები ჩემთვის, ისევე როგორც ჩვენი ასოციაციის ყველა წევრისთვის, ძალიან ძვირფასი გახდა.

ბევრის თქმა შეიძლება დერეკ ბატლერის როლზე ამ მეგობრობის შენარჩუნებასა და ჩვენი ორი ქალაქის კავშირების განმტკიცებაში. თუმცა, უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც ჩემთვის მისი საოცარი პიროვნების კიდევ უფრო ღრმად წვდომის საშუალებას იძლევა.

ეს 2004 წელი იყო და ქუთაისის დელეგაცია ნიუპორტში, ეისტედვოდის ფესტივალზე იყო მოწვეული. პროფესორ მადონა მეგრელიშვილის წყალობით, გამიმართლა და დელეგაციის წევრი გავხდი. ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღეები იყო. გამოცდილება კიდევ უფრო საინტერესო გახდა ჩვენი გულთბილი მასპინძლის, დერეკ ბატლერის, წყალობით, რომელიც სხვადასხვა ოფიციალურ თუ არაფორმალურ ღონისძიებაზე გვახლდა.

დაგეგმილი იყო ექსკურსიები კარდიფსა და ლონდონში, და აქაც გვქონდა პრივილეგია, გვყოლოდა საუკეთესო შესაძლო „გიდი“ - ინფორმირებული, ხელოვნებისა და ისტორიის ღრმა ცოდნით, პასუხისმგებლიანი და გამოხმაურებადი, თუმცა ყველაზე მეტად - სენსიტიური და გონივრული.

მახსოვს, გამგზავრებამდე ერთი დღე ლონდონში გავატარეთ. დერეკმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქალაქი თავისი საუკეთესო მხრიდან ეჩვენებინა. დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ვიყავი და ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო ლონდონში. დავდიოდი ისეთ ქალაქში, რომლის ქუჩებიც და შენობებიც მანამდე მხოლოდ წიგნებიდან ვიცოდი. ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო ჩემთვის, რომ განუწყვეტლივ ვსვამდი კითხვებს. დერეკმა, ჩემი აღტაცება რომ დაინახა, ალბათ იგრძნო, რომ ერთი დღე საკმარისი არ იქნებოდა. ჩვენი განრიგის შეცვლა რომ ვერ შეძლო, მან უეცრად ამოიღო ლონდონის სამოგზაურო გზამკვლევი, რომელიც, სავარაუდოდ, ქალაქში ორიენტირებისთვის თან ჰქონდა წამოღებული, და მომაწოდა სიტყვებით: „დანარჩენს გზამკვლევში გაეცნობი, შენს შემდეგ ვიზიტამდე.“ ეს გზამკვლევი დღემდე მაქვს შენახული, როგორც განსაკუთრებული საჩუქარი და ლონდონის ჩემი პირველი შთაბეჭდილების ლამაზი შეხსენება.

ერთხელ, ქუთაისის უნივერსიტეტში ვიზიტისას, დერეკმა შენიშნა, რომ ენათა ცენტრის კარზე აბრა ამერიკული მართლწერით „Language Center“-ით ეწერა. მის წასვლისთანავე დავიჟინე, რომ ბრიტანული „Language Centre“-ით შეეცვალათ. დერეკს ეს ისტორია იმდენად მოეწონა, რომ ჩემს „Language Centre“-ს არასდროს ივიწყებდა და ხშირად იხსენებდა კიდეც შობის ბარათებში.

 
 

One of Professor Madonna Megrelishvili’s many organizational strategies was to assign particular ‘interpreters’ to different delegation members. So, when Newport delegation visited, I knew that I had to practise my interpreting skills with Derek. On one occasion, after his speech, he turned to me, and in his distinctive pronunciation, said: “Naatia, you made me sound far more intelligent than I am.” Those words, coming from such an intelligent British gentleman, were a wonderful encouragement that meant a great deal to me.

Today, I wholeheartedly wish Derek a very Happy Birthday and many more years of a long and happy life surrounded by his dear family and friends.

Happy Birthday, Derek and thank you for all the friendship, kindness and memory!

Natia Zviadadze

პროფესორ მადონა მეგრელიშვილის ერთ-ერთი ორგანიზაციული სტრატეგია იყო, დელეგაციის თითოეულ წევრს კონკრეტული „თარჯიმანი“ დაენიშნა. ასე რომ, ნიუპორტის დელეგაციის ვიზიტისას, ვიცოდი, რომ ჩემი თარჯიმნობის უნარები დერეკთან ერთად უნდა გამომეცადა. ერთხელ, მისი გამოსვლის შემდეგ, ის შემომბრუნდა და თავისი გამორჩეული გამოთქმით მითხრა: „ნათია, შენ ისეთი ჭკვიანი გამომაჩინე, რაც სინამდვილეში არა ვარ.“ ეს სიტყვები ასეთი ინტელექტუალი ბრიტანელი ჯენტლმენისგან ჩემთვის დიდი წახალისება იყო.

დღეს გულით ვუსურვებ დერეკს ბედნიერ დაბადების დღეს და კიდევ მრავალ წელს - ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებით, ძვირფასი ოჯახითა და მეგობრებით გარშემორტყმულს.

გილოცავ დაბადების დღეს, დერეკ, და მადლობა მეგობრობის, სიკეთისა და მოგონებებისთვის!

ნათია ზვიადაძე

 

Mr Derek Butler - a truly great man, forever young and ageless. A remarkable and colourful personality, distinguished by innate nobility, exceptional intellect, all enhanced by the refined brilliance of a London aristocrat.

Together with your wonderful wife, Dame Rosemary Butler, you laid the foundations for, enriched, and gave deep and lasting roots to the exemplary friendship embodied by NKTA and KNIA.

Kutaisi and its people have truly been fortunate to have you! A true Honorary Citizen of Kutaisi, dear Derek, may you continue to brighten this world - and our friendship - for many, many years with the same vitality, good health, boundless enthusiasm, and inexhaustible energy!

Thank you from the bottom of my heart for everything! Thank you for the immeasurable warmth and affection you have shown towards my family, my children, and Madonna.

Long live to you dear Derek.
With much love and deepest respect,
Madlen Giorgadze

ბატონი დერეკ ბატლერი - დიდი ადამიანი, მუდამ ახალგაზრდა და უბერებელი. პიროვნება - კოლორიტული, შინაგანი კეთილშობილებით, მაღალი ინტელექტით, კრისტალური მორალით, უმართლესი ადამიანი ლონდონური არისტოკრატული ბრწყინვალებით. თქვენ,

თქვენს ფანტასტიურ მეუღლესთან დამა როზმარი ბატლერთან ერთად, საფუძველი ჩაუყარეთ, გაამრავალფეროვნეთ და ღრმა ფესვი გაუდგით ეტალონად ქცეულ NKTA და KNIA მეგობრობას.

თქვენ ეიღბლეთ ქუთაისს და ქუთაისელებს! ნაღდი ქუთაისის საპატიო მოქალაქევ, ბატონო დერეკ, ძალიან ბევრი წელი ასე მხნედ, ჯანმრთელად, უზღვავი შემართებითა და ენერგიით უნდა აბრწყინოთ ეს სამყარო და ჩვენი მეგობრობა! დიდი მადლობა ყველაფრისათვის!

დიდი მადლობა ჩემი ოჯახის, შვილების და მადონას მიმართ გაცემული უზომო სითბოსა და სიყვარულისთვის! გაუმარჯოს ბატონი დერეკს, ქალბატონი დამა როზმარი ბატლერებისა და ქალბატონი მადონა მეგრელიშვილის წამოწყებულ დიად საქმეს, რომელიც კვლავ საოცარი ენთუზიაზმით გრძელდება. ქუთაისი კვლავ დაგელოდებათ!

დიდი სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით,
მადლენ გიორგაძე

 
 
 

WITH GRATITUDE, ON HIS 90TH BIRTHDAY

From the Faculty and students of Akaki Tsereteli State University, from the Kutaisi Newport International Association, and from all the friends his warmth and generosity have touched over more than thirty years - happy 90th birthday, Derek. The bridge you helped design between Newport and Kutaisi still stands because of the care you put into building it.

გილოცავთ დაბადების დღეს, ბატონო დერეკ!

Happy Birthday, Derek!

მადლიერების გრძნობით

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტისა და სტუდენტების, ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციისა და ყველა იმ მეგობრის სახელით, რომელსაც თქვენი სითბო და გულუხვობა ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეხვედრია - გილოცავთ დაბადებიდან 90 წლისთავს, დერეკ. ის ხიდი, რომელიც შენ გადე ნიუპორტსა და ქუთაისს შორის, შენი და ასოციაციის წევრების ზრუნვის წყალობით, დღემდე მყარად დგას.

გილოცავთ დაბადების დღეს, ბატონო დერეკ!

ბედნიერი დაბადების დღე, დერეკ!