sturuas Seqspiruli samyaro

The Shakespearean World of Robert Sturua

 
 
 


2


016 წელს უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელი შესრულდა. მსოფლიოს ინტელექტუალური და სახელოვნებო სამყაროს კვალდაკვალ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი რიგი ღონისძიებებით ხვდება ამ თარიღს. წლის ღონისძიებათა ნუსხაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პროექტს, “სტურუას შექსპირული სამყარო“, რომლის მიზანიც გახლავთ სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის შექსპირის პიესათა ინტერპრეტაციის იმ მდიდარი და უნიკალური ტრადიციების გაცნობა, რომელიც ქართულ თეატრში რობერტ სტურუამ შექმნა.



In 2016 the world celebrates 400th anniversary since William Shakespeare’s death. English Philology Department of Kutaisi Akaki Tsereteli State University dedicates a number of events to this memorable date. Among the activities we must distinguish a very special project - 'The Shakespearean World of Robert Sturua', conducted in collaboration with the New Port-Kutaisi Association, Tbilisi Iv. Javakhishvili State University and Tbilisi Rustaveli State Theatre. The project is aimed at introducing students and pupils of secondary schools with the rich and unique traditions of rendering Shakespeare on Georgian stage, initiated by Robert Sturua.

 
 
 


p


როექტს ხელმძღვანელობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მრჩეველი საგანმანათლებლო-სამეცნიერო საკითხებში. ამ ეტაპზე პროექტი გათვლილია გორის, ქუთაისისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების უფროსკლასელებისთვისა და ამავე ქალაქების უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის და მასში, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტთან ერთად, ჩართული იყო ქუთაისის პირველი, მეორე, მესამე, მეცხრე და ორმოცდამეერთე საჯარო სკოლები.



The project is headed by Professor David Maziashvili, an Advisor of the Artistic Manager of Rustaveli Theatre. At this stage the project involves secondary schools and universities of Gori, Kutaisi and Zugdidi. In Kutaisi five secondary schools participated in the project-#1, #2, #3, #9 and # 41.

 


p


როექტს უმასპინძლა აკაკი წერეთლის სახელობის პირველმა საჯარო სკოლამ, რომელმაც უამრავი სახელოვანი მამულიშვილი აღუზარდა ქვეყანას. დიდი რეჟისორის შემოქმედებასთან მოსწავლეებისა და სტუდენტების გაცნობა ამ სკოლის მდიდარი ტრადიციების ღირსეული გაგრძელებაა.



TThe project was hosted by Kutaisi Akaki Tsereteli Public School #1, which brought many eminent patriots of Georgia. The pupils and students’ introduction with the works of the great director marks the continuation of rich and longstanding traditions of the school.

 
 
 
 
 



pროექტის „სტურუას შექსპირის სამყარო რეგიონებში“ მიზანი გახლავთ შემდეგი:

ა) უილიამ შექსპირის შემოქმედებისა და რობერტ სტურუას შექსპირისეული ინტერპრეტაციების, როგორც ქართული შექსპირიანას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის პოპულარიზაცია საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში.

ბ) სკოლის მოსწავლეთა შორის უილიამ შექსპირის შემოქმედებაზე დაყრდნობით კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების გამომუშავება;

გ) სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სახელოვნებო ინსტიტუტების თანამშრომლობის გაღრმავება.



The aims of the project are as follows:

a) Popularization of William Shakespeare’s creativity and introduction of Robert Sturua’s theatrical interpretations, as a prominent part of Georgian Shakespearean Studies

b) Development of critical and analytical thinking among the pupils and students on the basis of Shakespearean creativity.

c) Increased collaboration among scientific, educational and artistic institutions.

 


pროექტის ფარგლებში განხორციელდა ვიდეოგამოფენა, გაიმართა ლექციები, მოეწყო შეხვედრა რუსთაველის თეატრის წამყვან მსახიობ, ქალბატონ ლელა ალიბეგაშვილთან და რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების ვიდეოჩვენება. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა სტურუას ოთხი სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი იხილეს: „ჰამლეტი“, „რიჩარდ მესამე“, „მეთორმეტე ღამე“ და „მეფე ლირი“.



The project included video exhibitions, mini-lectures, a meeting with a leading actress of Rustaveli Drama Theatre Lela Alibegashvili and the video recordings of Robert Sturua’s theatrical performances of Shakespearean plays: “Hamlet”, “Richard III”, “Twelfth Night”, “King Lear”.

 
 
 
 


pროექტი ქუთაისში დასრულდა ... შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა და სტუდენტებმა რობერტ სტურუას შექსპირის სამყაროში ასახული, მათთვის საინტერესო თემების ირგვლივ უნდა შექმნან ესსე. საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს სპეციალური ჟიური და ისინი კრებულის სახით გამოიცემა. პროექტის დამაგვირგვინებელ აკორდს კი მაისის ბოლოს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რობერტ სტურუას და პროექტის მონაწილეთა შეხვედრა წარმოადგენს.



The project ended ... The next stage involves the essay writing contest. The participants will write essays on versatile Shakespearean themes in Robert Sturua’s theatrical interpretations. The best essays will be published afterwards. The concluding step of the project is Robert Sturua’s visit at Kutaisi Akaki Tsereteli State University, where he will meet the participants of the project.

 


xსენებული პროექტი მოსწავლეთათვის უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის როგორც შექსპირის ტექსტების, ასევე თეატრალური დადგმების შესწავლას და შემდგომში კვლევას. ამგვარი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას. ასევე თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას.



This project will make students well aware of Shakespearean texts and theatrical performances and promote their interest towards the further research in these fields. Such events greatly benefit the spiritual and intellectual development of the young generation and make the art of theatre more popular among the youth.

 
 

eliso fancxava

asocirebuli profesori

inglisuri filologiis departamenti, awsu

proeqtis koordinatori

Eliso Pantskhava

Associated Professor

English Philology Department, ATSU

Project Coordinate