საახალწლო ზეიმი New Year Celebration  
 

ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის სახელით ჩვენი ინტერნეტ ჟურნალის ყველა მკითხველს გილოცავთ შობას და ახალ 2015 წელს.
 

ჩვენს ასოციაციაში უკვე 10 წელია ტრადიციულად ვიწვევთ ცენტრის ყველა მსმენელს საახალწლო კარნავალზე, რათა მის მეგობრებთან და მასწავლებლებთან ერთად აღნიშნონ ახალი წლის შემობრძანება ასოციაციის საზეიმოდ მორთულ ოფისში.
 

ასოციაციამ წელსაც დიდი სიამოვნებით უმასპინძლა მის წევრებს - 26 დეკემბერს ინგლისური ენის ცენტრში გამართულ საახალწლო ზეიმზე. ეს იყო სიხარულით, ბედნიერი სურვილებით და საშობაო საჩუქრებით გამთბარი საღამო.
 

დამსწრე სტუმრებს შორის იყო ცენტრის ყოფილი მოსწავლე და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის მონაწილე მარიამ შავგულიძე, რომელიც ახლა გაერთიანებულ სამეფოში სწავლობს . ყველა ისე კარგად გაერთო, რომ ბოლოს სახლში წასვლაც არ უნდოდათ. ჩვენ გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც კარგად ასახავს ამ დღის დაუვიწყარ მოგონებებს.

Merry Christmas and Happy New Year to all readers of the Newsletter from the Kutaisi Newport International Association.



It has been a tradition for 10 years to invite all learners of the English Language Centre to start the festive season in the company of their friends and teachers in the beautifully decorated office of the Association.

The members of the Association were delighted to welcome all participants of the event held on 26th December. It was an outstanding evening filled with joy, happy expectations and Christmas gifts.

Present among the guests was a former learner of the ELC and a member of the Youth Exchange project Mariam Shavgulidze who now studies in the UK. Everyone had a good time and didn’t want to go home. There we are in the photos of this thoroughly enjoyable day which left all of us with happy memories.

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია
ინგლისური ენის ცენტრი

Kutaisi Newport International Association
English Language Centre